უცხოეთი
რუსეთის, გერმანიის, საფრანგეთის და უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელებმა შეათანხმეს სამშვიდობო დეკლარაცია დაზავების შესახებ

1-ruins-zar2საქართველო, 3 ივლისი, საქინფორმი. ოთხშაბათს ბერლინში  გაიმართა შეხვედრა უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში კრიზისის დაძლევის მიზნით. ზემოთ აღნიშნული ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა შეათანხმეს პაკეტი ცეცხლის შეწყვეტისთვის საჭირო ქმედითი ნაბიჯების გადადგმასთან დაკავშირებით. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა შეხვედრაზე განაცხადა: «მივხვდი, რომ მონაწილე მხარეებმა კარგად გააცნობიერეს, თუ რაოდენ დიდი პასუხისმგებლობა გვაკისრია თითოეულ ჩვენგანს უკრაინაში საფრთხის ასაცილებლად. ვფიქრობ, საერთო ძალებით დავძლევთ კონფლიქტის ესკალაციას».
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა, რომელიც აგრეთვე შეხვედრის მონაწილე იყო, დაამოწმა, რომ მხარეებმა შეათანხმეს დეკლარაცია დაზავების შესახებ.