უცხოეთი
საქინფორმი ვარაუდობს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ერაყს 2 მილიონ დოლარად 5 მოიერიშე Су-25-ს მიჰყიდის

1-fleugzieg-zar3-redსაქართველო, 1 ივლისი, საქინფორმი. ერაყის ხელისუფლებამ 500 მილიონ დოლარად  ხუთი რუსული საბრძოლო თვითფრინავი Су-25-ის შეძენის შესახებ განაცხადა, ისინი გამოყენებული იქნება მეამბოხე სუნიტების წინააღმდეგ. ერაყის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, 5 მოიერიშე თვითმფრინავი უკვე მიღებულია და 3-4 დღეში ექსპლუატაციაში გაეშვება. ბოლო ცნობების თანახმად, მეამბოხეებმა დაჯგუფება „ერაყისა და ლევანტის ისლამური სახელმწიფოდან“ ბოლო 3 კვირის განმავლობაში დაიპყრეს ვრცელი ტერიტორიები ჩრდილო და დასავლეთ ერაყში. რუსული თვითმფრინავები შეძენილი იქნა „ავიაციის გასაძლიერებლად ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში“, - განაცხადა ერაყის თავდაცვის სამინისტრომ.