უცხოეთი
„უკრაინა ბრძოლის ველად უნდა იქცეს! ჩვენ აღვჭურვავთ მათ იარაღით!“ - მიშიკ სააკიანის მეგობარი ზბიშეკ ბჟეზინსკი ურჩევს გაანადგურონ კიევი, ხარკოვი და მილიონობით მოქალაქე, ჩეჩნეთის ომის გამოცდილებაზე დაყრდნობით“
1-Uabattlefield-zar2-analitსაქართველო, 1 ივლისი, საქინფორმი. ცნობილმა ამერიკელმა პოლიტოლოგმა, ზბიგნევ ბჟეზინსკიმ წამოაყენა უკრაინის თავდაცვის გეგმა რუსეთის თავდასხმისაგან. „მთავარია უკრაინელებს ეყოთ გამბედაობა, გაიღონ მსხვერპლი“, - განაცხადა ბჟეზინსკიმ უილსონის ცენტრში წარმართულ კონფერენციაზე. მან აღნიშნა, რომ მთავარი პრობლემა რუსეთთან ურთიერთობაში არის „რუსული მისტიკური შოვინიზმი“.
ბჟეზინსკიმ აღნიშნა, რომ დასავლეთი მზად არის მხარი დაუჭიროს უკრაინელებს. „ ჩვენ აღვჭურვავთ მათ იარაღით, იქამდე სანამ იქ შეჭრის მცდელობა იქნება. პოლიტოლოგმა უკრაინას შესთავაზა თავდაცვის მარტივი გეგმა - რუსების ჩათრევა ქალაქის მძიმე ბრძოლებში, ხარკოვსა და კიევში, რაც რუსეთის არმიას მძიმე დანაკარგებს მოუტანს და ხანგრძლივ კონფლიქტში ჩაითრევს. „თუმცა მნიშვნელოვანია ისიც, თუ რითი შევაიარაღებთ უკრაინელებს. ჩემი თვალსაზრისით, ეს იარაღი უნდა იყოს ეფექტური დიდ ქალაქებში საბრძოლველად. საუბარი არ არის უკრაინის შეიარაღებაზე რუსეთზე თავდასხმისათვის. მაგრამ თუ თქვენ გაგაჩნიათ თავდაცვის იარაღი და იცით, რომ ეს იარაღი გექნებათ, გაცილებით დიდი ალბათობით დათანხმდებით წინააღმდეგობის გაწევაზე „ - დასძინა პოლიტოლოგმა.