უცხოეთი
ხუბუტია: „რუსეთის ხელისუფლება არ ინტერესდება საქართველოს საშინაო პოლიტიკით და იქ არ გააჩნია დასაყრდენი. არა მგონია, ასოციაციის შეთანხმებამ საქართველოს რამე სარგებლობა მოუტანოს. ქართული პროდუქცია ვერასოდეს გავა ევროპის ბაზარზე“
1-xubutia-zar1-analitსაქართველო, 1 ივლისი, საქინფორმი. იმ დროს, როდესაც ბიზნესმენი ლევან ვასაძე აქტიურად აპროტესტებს ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღებას და ადანაშაულებს ევროპას ქართული ტრადიციების ამოძირკვაში, ერთმორწმუნე რუსეთში მის სადღეგრძელოს სვამენ. რუსულ პოლიტიკურ და ბიზნეს წრეებში ლევან ვასაძეს საინტერესო და საიმედო პარტნიორად მიიჩნევენ. „გამორჩეულად პატიოსანი და გულწრფელი ადამიანი“ ასე უწოდებს ვასაძეს ცნობილი ქართველი ბიზნესმენი და რუსეთში ქართველთა კავშირის პრეზიდენტი მიხეილ ხუბუტია.
თავად ხუბუტია არ მალავს თავის მეგობრულ ურთიერთობას რუსული პოლიტიკური ისტებლიშმენტის წარმომადგენლებთან და თავად ვლადიმერ პუტინთან. „პრაიმ ტაიმის“ კორესპონდენტის კითხვაზე - იცნობს თუ არა იგი ვასაძეს და რა რეპუტაციით სარგებლობს ის რუს ბიზნესმენებში, ხუბუტიამ უპასუხა - „ჩემი აზრით, ლევანი პატიოსანი ადამიანია, რომელიც არასოდეს ტყუის. არ ვიცი გადაწყვეტს თუ არა პოლიტიკაში მოსვლას, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ იგი პირდაპირი და გულწრფელი ადამიანია. არ ვიტყოდი, რომ ლევანი ჩემი მეგობარია, თუმცა მის სადღეგრძელოს შევსვამ - გრეფის ინიციატივით".
ხოლო კითხვაზე თუ რა შეხედულება აქვს რუსეთს საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოციაციის ხელშეკრულების ხელმოწერაზე, მან უპასუხა - რუსეთში ამას ყურადღებას არ აქცევენ.
გარდა ამისა, მოცემულ საკითხზე დიდი დაინტერესება ევროპის მხრიდანაც არ არის. მას არ სჭირდება ღარიბი ქვეყანა. არა მგონია, შეთანხმებამ საქართველოს რაიმე სიკეთე მოუტანოს.
ეჭვი მეპარება საქათველოს ეკონომიკაში ევროპული ინვესტიციები ჩაიდოს. ასოციაციის ხელშეკრულებაზე ხელმოწერა - მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, - მიაჩნია ბიზნესმენს.