რელიგია
ფიროსმანის საფლავი ნაპოვნია?! კუკიის სასაფლაოზე, ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე აღმოჩენილია საფლავის ქვა წარწერით: „შეიწყალე, უფალო, ნიკალა“!

1-Pisrosmani-saz-3-rel-2საქართველო, 1 ივლისი, საქინფორმი. გუშინ, 30 ივნისის წვიმიან დღეს,  „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ჟურნალისტმა მაია რამიშვილმა თავისი რამდენიმე მეგობარი თბილისის კუკიის სასაფლაოზე მიიწვია, სადაც სავარაუდოდ, ნიკო ფიროსმანის საფლავი ეგულება. მათ გულდასმით დაათვალიერეს მაია რამიშვილის ნაპოვნი საფლავის ქვა.

მაია რამიშვილი: „ამას უკვე ფაქტს კი არა, არგუმენტებს უფრო ვუწოდებდი. არგუმენტებში ვგულისხმობ დაბალი სოციალური ფენისთვის დამახასიათებელ საფლავის ქვას, მის მდებარეობას, სიძველეს, ზედაპირზე გამოსახულ ზრდასრულ მამაკაცს და რაც მთავარია, ქვის ერთ მხარეს ამოტვიფრულ წარწერას – „შეიწყალე, უფალო, ნიკალა“.

ფოლკლორისტი მირან არაბულის ვარაუდით, „ეს ქვის სრული სიმაღლე არ უნდა იყოს. ქვის სიღრმეში, წარწერის ქვეშ აუცილებლად იქნება მითითებული გარდაცვალების თარიღი“.