უცხოეთი
ბენდუქიძე: „უკრაინა ყირიმს დაიბრუნებს, მოლდოვა - დნესტრისპირეთს, საქართველო - აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს“

1-bend-zar3საქართველო, 30 ივნისი, საქინფორმი. უკრაინის ვაჭრობისა და ეკონომიკური განვითარების სამინისტროსთან არსებული საექსპერტო ჯგუფის წევრი კახა ბენდუქიძე უკრაინას, მოლდოვასა და საქართველოს, ევროკავშირთან ასოციაციის შეთანხმების შედეგად, რამდენიმე წლის შემდეგ დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებას უწინასწარმეტყველებს.
27 ივნისს ევროკავშირთან ასოციაციის შეთანხმებას ხელი მოაწერეს უკრაინამ, მოლდოვამ და საქართველომ. მინდა, ყველას მივულოცო ეს. ჩემი აზრით, ჩვენი ქვეყნები ამ შუალედურ ფინიშამდე მივიდნენ. ასევე, რადენიმე წლის შემდეგ მინდა საშუალება მქონდეს, ყველას მივულოცო ის, რომ უკრაინა დაიბრუნებს ყირიმს, მოლდოვა - დნესტრისპირეთს და საქართველო - აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს. ამაში ჩვენ საერთო ბედი გვაქვს, თუმცა ამ მოვლენებს სხვადასხვა დროს ჰქონდა ადგილი, - განაცხადა ბენდუქიძემ ტელეარხ „ნოვოსტი 24“-თან ინტერვიუში.

მისი აზრით, ახლა არსებობს ახალი სტიმული საიმისოდ, რომ მეტი ვიმუშაოთ, რადგან ევროკავშირთან შეთანხმების ეკონომიკური ნაწილი ოქროს მთების მიღების გარანტიას არ იძლევა. ბენდუქიძეს მიაჩნია, რომ ეფექტი, სავარაუდოდ, რამდენიმე წელიწადში იქნება შესამჩნევი.

საერთოდ რატომ მოხდა მაიდანი? მგონია, რომ ეს უკრაინელი ხალხის ისტორიული არჩევანია: ცივილიზებულ ევროპასთან თუ რაღაც გაუგებარ ფორმირებასთან ყოფნა, სადაც დომინირებს ძალა და ბოროტება და არა მოლაპარაკებები და მშვიდობა. ევროკავშირში არის რაღაცები, რაც არ მომწონს, თუმცა ეს წვრილმანებია ისტორიულ არჩევანთან შედარებით, - აღნიშნა ექსპერტმა.