უცხოეთი
რფ-ის პრეზიდენტის მრჩეველი სერგეი გლაზევი: „ევროკავშირთან ასოციაციის შეთანხმების ხელმოწერა უკრაინისტვის ეკონომიკურ თვითმკვლელობად იქცევა, ამას შედეგად მოჰყვება გრივნის გაუსაფურება, მზარდი ინფლაცია და ქვეყნის მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუარესება!“

1-rian-zar-2_300_270საქართველო, 26 ივნისი, საქინფორმი.  27 ივნისს კიევი აპირებს ხელი მოაწეროს ასოციაციის შეთანხმების ეკონომიკურ ნაწილს, რომელიც ევროკავშირის თავისუფალი ვაჭრობის ზონაში შესვლას ითვალისწინებს. რფ-ის ხელისსუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ ამ შემთხვევაში რუსეთს თავისი შიდა ბაზრის დაცვა მოუწევს უკრაინის გავლით ევროპული საქონლის ბაჟის გარეშე ნაკადზე.

„უკრაინისთვის ამ შეთანხმების ხელმოწერა ეკონომიკური თვითმკვლელობაა. ეჭვს არ იწვევს, რომ აღნიშნული შეთანხმების ხელმოწერის შედეგად გრივნის მკვეთრი დევალვაცია, ინფლაციის აფეთქება მოხდება, რაც ჰიპერინფლაციასა და ქვეყნის მოსახლეობის ცხოვრების დონის მრავალგზის დაცემას გამოიწვევს“, - განაცხადა გლაზევმა რია ნოვოსტისთან საუბარში.

მისი თქმით, ჯერ კიდევ ერთი წლის წინ, როცა უკრაიანში სხვაგვარი პოლიტიკური ვითარება იყო, გათვლებმა უჩვენა, რომ ამ შეთანხმების ხელმოწერის შემთხვევაში კიევი ევროკავშირთან უთანასწორო ვაჭრობის შედეგად 2%-მდე შიდა საბაზრო პროდუქტს დაკარგავს. უკრაინის სავაჭრო ბალანსი, რომელიც ისედაც დიდ ნეგატიურ სალდოს უახლოვდება, კიდევ 4 მლრდ დოლარს დაკარგავს ევროკავშირიდან იმპორტის ზრდის გამო.

„პოლიტიკურად სტაბილურ პირობებშიც კი აღნიშნული შეთანხმების ხელმოწერა უკრაინის საგადახდო ბალანსს გააუარესებს და დეფოლტს გამოიწვევს. იანუკოვიჩმა სწორედ ამიტომ არ მოაწერა ხელი. ამჟამინდელ ვითარებაში, რომელიც გაცილებით უარესია, უკრაინის საგადახდო ბალანსი დეფიციტით 50 მლრდ დოლარს აღწევს წლეულს, დასავლეთის დანაპირები დახმარება კი სულ 35 მლრდ-ს შეადგენს. აღნიშნულ შეთანხმებაზე ხელმოწერით უკრაინა კიდევ მინუს 4 მლრდ-ს მიიღებს“, - მიაჩნია პრეზიდენტის მრჩეველს.