რედაქტორისგან
გამართლდა საქინფორმის მთავარი რედაქტორის მორიგი პროგნოზი, რომელიც მან 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს გაკეთდა - ზუსტად ერთი თვის თავზე რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვის გვაფრთხილებს!

liarva-polit2საქართველო, 26 ივნისი, საქინფორმი. ზუსტად ერთი თვის წინ, 2014 წლის 26 მაისს - საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს - საქინფორმის მთავარმა რედაქტორმა არნო ხიდირბეგიშვილმა ამ საკითხთან დაკავშირებით ინტერვიუ მისცა საინფორმაციო სააგენტოებს REX-ს და ИНФОРОС-ს, გაზეთ Каспi-ს და ყოველკვირეულ „ასავალ-დასავალს“, სადაც შეშფოთებას გამოთქვამდა იმ საფრთხეების შესახებ, რომლებიც ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერის შემთხვევაში ელოდებოდა საქართველოს (ციტატა):
„საქართველოსთვის, ევროკავშირთან ვაჭრობის თავისუფალ (დაუბეგრავ) რეჟიმზე გადასვლის პირობებში, ისევ დაიხურება რუსეთის ბაზარი, სადაც მხოლოდ 2013 წელს გაიყიდა 22 მილიონი ბოთლი ღვინო, ე.ი. 96%-ით მეტი, ვიდრე 2012 წელს“.
და აი, ზუსტად ერთი თვის თავზე, 2014 წლის 26 ივნისს, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერამდე ერთი დღით ადრე, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ასეთი განცხადება გააკეთა: „რუსეთი მზადაა უკრაინასთან, მოლდოვასთან და საქართველოსთან კონსულტაციებისთვის ამ ქვეყნების ევროკავშირთან მოსალოდნელ ასოცირებასთან დაკავშირებით, თუმცა, მისი ეკონომიკისთვის უარყოფითი შედეგების შემთხვევაში მიიღებს თავდაცვით ზომებს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წესების შესაბამისად“.

ლავროვმა ასევე გაიხსენა, რომ ხელშეკრულება თავისუფალი სავაჭრო ზონის შესახებ დსთ-ს ფორმატში კვლავ მოქმედებს რუსეთს, უკრაინასა და მოლდოვას შორის, ხოლო საქართველო, მიუხედავად იმისა, რომ არ არის დსთ-ს წევრი, კვლავ ინარჩუნებს მონაწილეობის უფლებას რიგ სავაჭრო-ეკონომიკურ შეთანხმებებსა და ხელშეკრულებებში. როგორც უკვე იტყობინებოდა საქინფორმი, რუსეთ-საქართველოს შორის სავაჭრო-ეკონომიკურ საკითხებში ექსპერტთა კონსულტაციები გაიმართება 2014 წლის ივლისში.