უცხოეთი
აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევის გამოსვლას ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე სტრასბურგში პროტესტით შეხვდნენ

molchanie-zar3საქართველო, 25 ივნისი, საქინფორმი. ევროპაში მცხოვრები აზერბაიჯანელი აქტივისტები ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 24 ივნისის სესიაზე აზერბაიჯანში პოლიტპატიმრების გამოსახულებიანი მაისურებითა და პირზე აკრული შავი ლენტებით მივიდნენ. ამის შესახებ რადიოსადგურის აზერბაიჯანული სამსახური იუწყება. აქტივისტების თქმით, ალიევის განცხადება იმის თაობაზე, რომ „აზერბაიჯანში ყველა ძირითადი უფლება დაცულია“, სინამდვილეს არ შეესაბამება.
ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“-ს რამდენიმე წარმომადგენელმა ანალოგიური აქცია ჩაატარა საპარლამენტო ასამბლეის შტაბბინის წინ.

ალიევმა სტრასბურგში განაცხადა, რომ რეფორმები აზერბაიჯანში საშუალებას მისცემენ ქვეყნის მოქალაქეებს, პრაქტიკულად დაკავდნენ რაიმე პოლიტიკური საქმიანობით და ევროკავშირის ჩინოვნიკებს მოუწოდა, „თავი აარიდონ ორმაგ სტანდარტებს“.

23 ივნისს Human Rights Watch-მა ევროსაბჭოს და საპარლამენტო ასამბლეას მოუწოდა, დაერწმუნებინათ ალიევი, ბოლო მოეღო აზერბაიჯანში მთავრობის კრიტიკოსთა და ჟურნალისტთა დევნისათვის.