უცხოეთი
რუსეთი, თურქეთისა და აზერბაიჯანის დახმარებით, ბლოკავს ირან-ევროპულ კომუნიკაციებს სომხეთის გავლით, საპასუხოდ საქართველო რუსულ-სომხურ კომუნიკაციებს ბლოკავს

shexvedra-zar3საქართველო, 23 ივნისი, საქინფორმი. როგორც ჩანს, სერჟ სარქისიანი ხელცარიელი დაბრუნდა საქართველოდან. ყოველ შემთხვევაში, ოფიციალურ შეტყობინებებში არ იყო მთავარი - კარგი ამბები აფხაზეთის რკინიგზაზე და საქართველო-სომხეთის შეთანხმება საბაჟოს გარეშე საზღვრებთან დაკავშირებით. სხვაგვარად რომ ვთქვათ, აფხაზეთმა და საქართველომ ვერ შეძლეს ღია კომუნიკაციებზე მოლაპარაკებაც კი. დასავლეთის პოლიტიკა ამჟამად მიმართულია რუსეთისა და მისი გაერთიანებების დაბლოკვისკენ და საქართველოს არანაირი მოტივი არ აქვს წინ აღუდგეს ამ პოლიტიკას. საქმე ეხება არა მხოლოდ რკინიგზას, რომელიც წარმოადგენს სომხეთის ევრაზიულ კავშირში შესვლის ერთ-ერთ არგუმენტს. საუბარია იმაზე, რომ საქართველო-სომხეთის საზღვარი იქცევა ევროპულ-ევრაზიულ საბაჟო სივრცეებს შორის საზღვრად.
ერთი კვირის შემდეგ, როდესაც საქართველო ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოების ზონაში შევა, საქართველოსთვის ბევრი საფრთხე ნიველირდებ და საქართველოს არ დარჩება არცერთი მიზეზი იმისათვის, რომ რუსული პროექტები არ დაბლოკოს.