უცხოეთი
საქართველოში ჩამოსული „როსსელხოზნადზორის“ რუსი სპეციალისტების ჯგუფი, ორშაბათიდან ქართული პროდუქტების პარტიის ფორმირების ინსპექციას დაიწყებს

Bostani-zar1საქართველო, 23 ივნისი, საქინფორმი. ამ წლის მაისში სურსათ-სანოვაგის ეროვნულმა სააგენტომ განაცხადა, რომ საქართველო აფართოებს რუსეთის ბაზრისთვის მისაწოდებელი პროდუქციის ასორტიმენტს.  ის უნდა შეივსოს ბოსტნეულითა და ხილით. თუმცა ამისათვის უნდა ჩატარდეს ინსპექცია.
რუსი ექსპერტები ქართველ სპეციალისტრებთან ერთად მაღალი ფიტოსანიტარიულიუ რისკის შემცველი ქართული პროდუქტების უსაფრთხოების უზრუნველყოფის სისტემის მონიტორინგს ჩაატარებენ. თავდაპირველად ისინი გურჯაანში გაემგზავრებიან, საიდანაც წელს დიდი რაოდენობით ატმის ექსპორტია დაგეგმილი, - განაცხადა სურსათ-სანოვაგის ეროვნული სააგენტოს ფიტოსანიტარიული ზედამხედველობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ზურაბ ლიპარტიამ. უწინ ეროვნულ სააგენტოში აცხადებდნენ, რომ საქართველოდან ხილ-ბოსტნეულის შეტანაზე შეზღუდვა მოხსნილი იყო და რუსული ბაზარი ღია, თუმცა აქამდე პროდუქცია არ გაუტანიათ დარიალის ხეობაში მომხდარი მეწყრის გამო.  ინციდენტის შედეგად 17 მაისიდან საქართველოს სამხედრო გზაზე გადაადგილება შეწყდა.