უცხოეთი
თეთრ სახლს იმედი აქვს, რომ უკრაინის და რუსეთის ფედერაციის მოლაპარაკებები გაზის თაობაზე გაგრძელდება

1-gass-zar3საქართველო, 17 ივნისი, საქინფორმი. გუშინ „გაზპრომმა“ განაცხადა, რომ სარჩელით  მიმართა სტოკჰოლმის საერთაშორისო არბიტრაჟს, რათა უკრაინის „უკრაინის ნავთობგაზს“ დავალიანების დაფარვა დაეკისროს. რუსეთის მხრიდან მიწოდებული გაზის საფასური შეადგენს 4,458 მლრდ აშშ. დოლარს: უკრაინის დავალიანება 2013 წლის ნოემბერ–დეკემბერში შეადგენს 1,451 მლრდ აშშ დოლარს, ხოლო 2014 წლის აპრილ–მაისში 3,007 მლრდ აშშ დოლარს. გარდა ამისა, რუსეთის ჰოლდინგმა ორშაბათს, მოსკოვის დროით 10:00 სთ–ზე მოქმედებაში მოიყვანა წინასწარი გადახდის რეჟიმი.

თავის მხრივ „უკრაინის ნავთობგაზმაც“ შეიტანა სარჩელი სტოკჰოლმის არბიტრაჟში და ითხოვს „გაზპრომის“ მიერ შემოსულ გაზზე სამართლიანი საბაზრო ფასი დაწესდეს,  წინასწარგადახდის მოთხოვნა კი გაბათილდეს. უკრაინის კომპანიის შეფასებით, წინასწარი გადახდის თანხა 6 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.