უცხოეთი
ერთი კვირის შემდეგ უკრაინა რუსეთთან საზღვარს დახურავს, რომელიც ბოლო 10 დღის მანძილზე რამდენჯერმე დაარღვია...

1-Soldate-zar3საქართველო, 16 ივნისი, საქინფორმი. უკრაინის მთავრობას განზრახული აქვს მომავალ კვირას რუსეთთან საზღვარი დახუროს, – განაცხადა უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა მიხაილ კოვალმა. 14 ივნისს უკრაინის პრეზიდენტმა პიოტრ პოროშენკომ ძალოვანებს ამოცანა დაუსახა – „უკრაინამ კონტროლი აღადგინოს სახელმწიფო საზღვრებზე და ამბოხებულებს ადეკვატური პასუხი გასცეს.

„უკრაინის მთავარსარდალმა, პრეზიდენტმა მითითებები გასცა აღმოსავლეთ საზღვრების დახურვის თაობაზე და ჩვენ ზედმიწევნით ზუსტად ვასრულებთ მათ. ფაქტობრივად, 250-კილომეტრიანი სახელმწიფო საზღვარი დავხურეთ. ჩვენი ხალხი მესაზღვრეებთან ერთად დგას სახელმწიფო საზღვრებთან“, – აღნიშნა მიხაილ კოვალმა.