უცხოეთი
ხვალ, 17 ივნისს, ესტონეთის პარლამენტი პირველი წაკითხვით განიხილავს „თანაცხოვრების“ ( ერთსქესიანი ჰომოსექსუალი წყვილები) კანონს. ახლა ჯერი საქართველოს პარლამენტზეა, ანტიდისკრიმინაციული კანონი უკვე მიღებულია

1-lgbt-zar1_300_270საქართველო, 16 ივნისი, საქინფორმი. 17 ივნისს ესტონეთის პარლამენტმა შესაძლოა პლენარულ სხდომაზე მიიღოს გადაწყვეტილება აღნიშნული კანონპროექტის წარმოების გაგრძელების თაობაზე. თუ კანონპროექტის  პირველი წაკითხვა პარლამენტის სხდომაზე დამთავრდება, მაშინ შეთავაზებული ჩასწორებების წარდგენა 2014 წლის 12 სექტემბერს შედგება.

ცნობისათვის: კანონი „პარტნიორობის“ (თანაცხოვრება) შესახებ, იძლევა „გეი–ქორწინების“ ოფიციალური რეგისტრაციის უფლებას, ჰომოსექსუალი წყვილების მიერ არასრულწლოვანი ბავშვების შვილად აყვანის უფლებას და არატრადიციული ოჯახების მეუღლეები გათანაბრებული იქნებიან ტრადიციულ ოჯახებთან. კანონი შეიმუშავა ესტონეთის იუსტიციის სამინისტრომ და მოწონებულ იქნა მთავრობის მიერ. დეპუტატების ნაწილმა და მოსკოვის საპატრიარქოს შემადგენლობაში შემავალმა ესტონეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ კი უკმაყოფილება გამოხატეს.