უცხოეთი
მარიუპოლისთვის ბრძოლებში ბატალიონ „აზოვის“ მხარეზე უცხოელი დაქირავებულები იბრძვიან! დამსჯელებმა მარიუპოლში სასაკლაო მოაწყვეს, რომლითაც სააკაშვილი ამაყობს! იხილეთ ორი ვიდეო, რომლებიც საბრალდებო დასკვნას საფუძვლად დაედება

1-boi-za1საქართველო, 15 ივნისი, საქინფორმი. ამის შესახებ დონეცკის სახალხო რესპუბლიკის პრესცენტრის წარმომადგენელი პაველ პურიშევი აცხადებს: „ნაცგვარდიამ დღეს მასშტაბური სადამსჯელო ოპერაცია მოაწყო... გრეჩესკისა და იტალიანსკის ქუჩებზე შტაბი, როგორც ასეთი, აღარ არსებობს - ის ხელში ჩაიგდეს ნაციონალური გვარდიის წევრებმა.

- ანუ უკრაინელი სამხედროები მარიუპოლში შევიდნენ და იქ გამაგრებას ცდილობენ?

- დიახ, მათ ქალაქში ნამდვილი სასაკლაო მოაწყვეს. ბრძოლა ძალიან დიდხანს მიმდინარეობდა. ძალიან ბევრია დაჭრილი და მოკლული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის მხრიდან.

სადამსჯელო რაზმები მარიუპოლში არ არის ფორმირებული. ეს ჩვენი სამხედროები არ არიან. ისინი დასავლეთ უკრაინელი სამხედროები არიან. ყველგან ისმის უკრაინული და ინგლისური, და ამერიკული საუბარიც კი. ისინი დაუნდობლად ხოცავენ ხალხს. მათთვის შენ სეპარატისტი და ტერორისტი ხარ”.

მარიუპოლისთვის ბრძოლებში ბატალიონ „აზოვის“ მხარეზე, სახალხო მოლაშქრეთა წინააღმდეგ, უცხოელი დაქირავებულები იბრძვიან (იხ. ვიდეო).

სააკაშვილი მარიუპოლის დაპყრობის სადამსჯელო ოპერაციას (იხ. ვიდეო) პირველ მთავარ გამარჯვებას უწოდებს.