უცხოეთი
საქართველოს მთავარი დამცველი ანდერს ფოგ რასმუსენი: „ნატოს არ გააჩნია მანდატი ერაყში სიტუაციის დასარეგულირებლად“ - დაბრუნდებიან თუ არა იქ ქართველი ჯარისკაცები

1-andersfock-ucx3საქართველო, 14 ივნისი, საქინფორმი. “იტარ-ტასის” ცნობით, გუშინ ნატოს გენმდივანმა განაცხადა: „ნატო შეეჯახა სერიოზულ ტერორისტულ საფრთხეს დაჯგუფება „ერაყისა და ლევანის ისლამური სახელმწიფოს“ მხრიდან. ვერ ვხედავ ნატოს როლს ერაყში. ჩვენ არ გაგვაჩნია მანდატი. არ მიგვიღია მოთხოვნა, თუმცა ყურადღებით ვადევნებთ თვალს სიტუაციის განვითარებას.“

(ისღა დაგვრჩენია, ვივარაუდოთ - დაბრუნდებიან თუ არა ერაყში ქართველი ჯარისკაცები, თუკი ნატო შესაბამის მანდატს მიიღებს?) რასმუსენის თქმით, ნატოს საბჭოს სხდომა 12 ივნისს გაიმართა მოსულში, რადგან „თურქეთს - როგორც ნატოს წევრს - სურდა მოკავშირეების გაფრთხილება ერაყში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით“. გენმდივანმა მოუწოდა ყველა მონაწილე მხარეს, შეწყვიტონ ძალადობა და დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ მძევლები.