უცხოეთი
ლავროვი: „ერაყის ერთიანობა კითხვის ნიშნის ქვეშ არის... რუსეთი დიდი ხანია აცხადებდა, რომ ამერიკელებისა და ინგლისელების მიერ წამოწყებული ავანტიურა კარგად არ დასრულდებოდა”
1-maxinji-ucx2საქართველო, 14 ივნისი, საქინფორმი. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვის განცხადებით, 11 წლის წინ აშშ-მა განცხადა ერაყში დემოკრატიის გამარჯვების შესახებ, თუმცა მას შემდეგ სიტუაციამ გეომეტრიული პროგრესიით დეგრადაცია განიცადა. „ჩვენ ძალიან გვაშფოთებს ის, რაც ერაყში ხდება.  აშშ-ის შიდაპოლიტიკური მოსაზრებებით, ჯარების გაყვანა განხორციელდა, როცა ერაყის უსაფრთხოების ძალები არ იყვნენ მზად კანონისა და წესრიგის უზრუნველსაყოფად ერაყის მთელ ტერიტორიაზე“, - განაცხადა ლავროვმა.
„ერაყში არსებულმა სიტუაციამ შესაძლოა გავლენა მოახდინოს რუსეთის უსაფრთხოებაზე, განსაკუთრებით ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონში. თუმცა რუსები ყოველთვის ეხმარებიან ცხელ წერტილებში მცხოვრებ თავის თანამემამულეებს“, - აღნიშნა ტელეარხ “ალ-ალამის” შეფ რედაქტორმა აბდულა ისამ.