უცხოეთი
ერაყში, რომლის „დემოკრატიზაციისათვის“ დაიღუპა 5 ქართველი და 4.489 ამერიკელი სამხედრო, გუშინ ექსტრემისტებმა საქართველოს 16 მოქალაქე გაიტაცეს!
1-shahidebi-ucx1საქართველო, 14 ივნისი, საქინფორმი. დაჯგუფება „ერაყისა და ლევანთის ისლამური სახელმწიფოს“ ბოევიკებმა, რიმლებმაც კონტროლი დაამყარეს ერაყის პროვინცია ნაინავზე, მისი ადმინისტრაციული ცენტრის, ქალაქ მოსულის ჩათვლით, საქართველოს 16 მოქალაქე გაიტაცეს. ამის შესახებ გაეროს უმაღლესი კომისრის ადამიანთა უფლებათა დაცვის სამმართველოს პრესმდივანი რუპერტ კოლვილი. იუწყება. „გაიტაცეს 16 ქართველი, რომლებიც მუშაობდნენ მოსულში, ერაყის სატელეკომუნიკაციო კომპანიაში“, - განაცხადა გაეროს წარმომადგენელმა, რომელმაც ჩამოთვალა დაჯგუფების ბოევიკების მიერ ჩადენილი დანაშაულები, იუწყება Lifenews.ru. მათ შორის, ლაპარაკია 30 სამოქალაქო პირის სიკვდილით დასჯაზე, ოთხი ქალის თვითმკვლელობაზე, რომლებიც იძულებით უნდა მისთხოვებოდნენ ბოევიკებს.