უცხოეთი
REGNUM: ამ დღეებში უკრაინაში ჩამოვიდა ბაქტერიოლოგიური იარაღი საქართველოდან, რომელიც აშშ-ის სპეციალისტების ზედამხედველობით დამზადდა

1-Regnumსაქართველო, 12 ივნისი, საქინფორმი. აღნიშნული ინფორმაცია ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის სახალხო განმათავისუფლებელი არმიის შტაბმა უკრაინის სამხედრო ძალებში საკუთარი წყაროებიდან მიიღო.
ИА REGNUM უწინ უკვე იტყობინებოდა, რომ ალექსეევკაში (საქართველოში) ფუნქციონირებს ქათულ-ამერიკული ლაბორატორია, რომლის მუშაობას აშშ-ის თავდაცვის მინისტრის მრჩეველი ბირთვულ, ქიმიურ და თავდაცვით პროგრამებში ვებერი კურატორობს.

ზემოთ ხსენებული ინფორმაციის თანახმად, კიევში საქართველოდან ჩავიდა ტვირთი, რომელიც ბაქტერიოლოგიურ იარაღს შეიცავდა. ლაპარაკია დანამატებზე, რომლებსაც სავარაუდოდ, საკვებ პროდუქტებში იყენებენ. „იგეგმება, რომ სასიკვდილო შიგთავსიანი პროდუქტი  გაიგზავნოს ლუგანსკსა და დონბასში, ამასთან, ისინი დაბალ ფასად გაიყიდება“, - აღნიშნეს შტაბში.