უცხოეთი
კერიმ და პსაკიმ რუს ხალხს რუსეთის დღე მიულოცეს და შეახსენეს, რომ 2014 წელს ლერმონტოვის დაბადებიდან - 200, პუშკინის დაბადებიდან - 215 და ახმატოვას პოლიტიკური კრებული „კრიალოსანის“ გამოცემის 100 წლისთავი სრულდება

1-Keriსაქართველო, 12 ივნისი, საქინფორმი. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ რუსეთის მოქალაქეებს რუსეთის დღე მიულოცა და მშვიდობიანი და სტაბილური მომავალი უსურვა.
„ვულოცავ რუს ხალხს 12 ივნისის ნაციონალურ დღესასწაულს - სუვერენული რუსეთის ფედერაციის დაარსების წლისთავს. ჩვენ ვაფასებთ რუსული ლიტერატურის, მუსიკისა და ხელოვნების დიად ქმნილებებს, რომლებმაც მსოფლიოში სახელი გაითქვა“, - განაცხადა ჯონ კერიმ. მან აღნიშნა, რომ 2014 წელს ლერმონტოვის დაბადებიდან - 200, პუშკინის დაბადებიდან - 215  და ახმატოვას პოლიტიკური კრებული „კრიალოსანის“ გამოცემის 100 წლისთავი სრულდება.

რუს ხალხს რუსეთის დღე ასევე მიულოცა ჯენ პსაკიმ. ამის შესახებ პსაკის მოადგილე მარი ჰარფმა “ტვიტერზე” აღნიშნა.