რედაქტორისგან
“სააკაშვილი მზად არის 3 მილიარდი დოლარი დახარჯოს ქართველი ჩინოვნიკების, პოლიტიკოსებისა და ჟურნალისტების მოსასყიდად ღარიბაშვილი-ივანიშვილით უკმაყოფილოთა ალიანსის ჩამოყალიბებისთვის ხელისუფლებაში დაბრუნების მიზნით!” - საქინფორმის საგანგებო განცხადება

1-podkup-GLსაქართველო, 12 ივნისი, საქინფორმი. ყველა ფაქტი და ინფორმაცია, რომლებსაც ქვემოთ მოყვანილი საგანგებო განცხადება შეიცავს, საქინფორმმა სხვადასხვა უცხოური და ადგილობრივი წყაროდან მიიღო, რომელთა კომპეტენცია ეჭვს არ იწვევს.
საქინფორმის საგანგებო განცხადება
საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, სარგებლობს რა წინააღმდეგობებით, ერთი მხრივ, რუსეთსა და მეორე მხრივ - აშშ-სა და ევროკავშირს შორის, რომლებიც უკრაინაში ამ უკანასკნელთა პროვოკაციების გამო წარმოიშვა, ცდილობს, პოლიტიკური პროცესების არაფორმალური მოდერატორის როლი მიიღოს არა მარტო კავკასიაში, არამედ მთლიანად - პოსტსაბჭოთა სივრცეში. მხოლოდ ერთი კვირის განმავლობაში - 25 მაისიდან 4 ივნისის ჩათვლით - სააკაშვილი, სხვადასხვა ღონისძიების ფარგლებში, შეხვდა აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენს, აშშ-ის სახელმწიფო მდივან ჯონ კერის და მათი ფარული მხარდაჭერა მოიპოვა. ამაში დიდი წვლილი შეიტანეს სააკაშვილის ლობისტებმა, რომლებსაც მასთან წინასწარი სატელეფონო საუბარი ჰქონდათ - სენატორებმა ჯონ მაკკეინმა, მარკ რუბიომ და კირკ უტსონმა, რომლებიც მთლიანად ენდობიან უკრაინის სიტუაციის მისეულ შეფასებებს.

ცნობილია, აგრეთვე, რომ სააკაშვილი, ოფიციალური ვაშინგტონის რეკომენდაციით, შესაძლოა უკრაინის ახლად არჩეული პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს მრჩეველად დაინიშნოს, რაც საქართველოს ყოფილ ლიდერს საშუალებას მისცემს, პოლიტიკურ პროცესებზე თავისი გავლენა გააძლიეროს. უკვე დღეს, მისი აქტიური მონაწილეობით განხორციელებული სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ, სააკაშვილმა “ევრომაიდნიდან” სახელისუფლო კაბინეტებში გადაინაცვლა, სადაც აქტიურად უწევს კონსულტაციებს კიევის ხუნტის წარმომადგენლებს და მათ რჩევებს აძლევს - თეთრი სახლიდან წამოსულ რეკომენდაციებს გადასცემს.

1-podk

კიევში მოქმედების კოორდინაციისთვის სააკაშვილი კვლავაც სარგებლობს საქართველოში მისი თანამოსაგრეების - ექსმმართველი პარტია”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტების, ექსმაღალჩინოსნების და მოქმედი პარლამენტარების დახმარებით, რომლებიც დღეს მრჩეველთა ოფიციალურ თანამდებობებს მიიღებენ უკრაინის ახალ მთავრობაში. ეს არის ეკონომიკის ექსმინისტრი კახა ბენდუქიძე, რომელიც უკვე დაინიშნა უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ მრჩეველად (კურატორობს და თავის ჭკუაზე მთელი ეკონომიკური ბლოკის რეფორმირებას მოახდენს).

უკრაინის ძალოვანი სტრუქტურების (შსს, შეიარაღებული ძალები, უშიშროების საბჭო, იუსტიციის სამინისტრო, სასამართლო და პროკურატურა) მრჩეველებად შესაძლოა დაინიშნონ ანალოგიური სტრუქტურების ექსხელმძღვანელები საქართველოში, ესენი არიან: საქართველოს სამი ექს-თავდაცვის მინისტრი - გია ბარამიძე (ამჟამად - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე), დავით კეზერაშვილი (იდევნება ქართული მართლმსაჯულების მიერ) და დიმიტრი შაშკინი; საქართველოს შსს-ს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ორი ექსუფროსი დათა ახალაია და ერეკლე კოდუა (ორივე იდევნება ქართული მართლმსაჯულების მიერ); იუსტიციის ექსმინისტრი ზურაბ ადეიშვილი და ყოფილი გენერალური პროკურორი მურთაზ ზოდელავა.

უკრაინის საგარეო პოლიტიკურ უწყებას, როგორც ჩანს, კონსულტაციას გაუწევს ორი გრიგოლი - საქართველოს ყოფილი ელჩი უკრაინაში გრიგოლ ქათამაძე და საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი გრიგოლ ვაშაძე.

რაც შეეხება საქართველოს პარლამენტის მოქმედ წევრებს საარჩევნო ბლოკ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ (საპარლამენტო უმცირესობა) - აკაკი ბობოხიძე, აკაკი მინაშვილი, გიორგი კანდელაკი, გიორგი მელაძე, გიორგი თარგამაძე (ლეგენდარული ვასილიჩი), გიორგი ვაშაძე, გიორგი ხაჩიძე, გიორგი ღვინიაშვილი, გიორგი წერეთელი, გოკა გაბაშვილი, დავით დარჩიაშვილი, დავით საყვარელიძე, ზურაბ ჯაფარიძე, ლევან ბჟუაშვილი, მარიამ საჯაია, მიხეილ მაჭავარიანი, ნუგზარ წიკლაური, პალიკო კუბლაშვილი, პეტრე ცისკარიშვილი, სერგო რატიანი, თინათინ ბოკუჩავა, ხათუნა გოგორიშვილი, ჩიორა თაქთაქიშვილი, გიორგი კარბელაშვილი, შოთა მალაშხია - ისინი სააკაშვილის და უკრაინელი პუტჩისტების გვერდზე იდგნენ „ევრომაიდნის“ პირველივე დღეებიდან, მაგრამ ამიერიდან მათგან მხოლოდ მცირე ნაწილი (გიორგი ვაშაძე, დავით საყვარელიძე) იფრენს შეთავსებით კიევში. დღეს მათი მთავარი ამოცანაა - მოამზადონ სააკაშვილის დაბრუნება საქართველოში, ქართულ პოლიტიკაში და ხელისუფლებაში, და ამ მიზნით დაიწყონ საიდუმლო თამაშები ახალი ალიანსის ჩამოსაყალიბებლად იმ პოლიტიკოსთა მონაწილეობით, რომლებიც საქართველოს მოქმედი პრემიერ-მინისტრით ირაკლი ღარიბაშვილით და მის უკან მდგომი ბიძინა ივანიშვილით ამა თუ იმ მიზეზით უკმაყოფილო არიან.

1-podkup-2

ამ კულუარულ მოლაპარაკებებში შუამავალი, როგორც ჩანს, გახლავთ ამერიკელების ნდობით სრულად აღჭურვილი პირი, რესპუბლიკური პარტიის და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, ხოლო კონსულტაციების ობიექტები - პრეზიდენტი და უმაღლესი მთავარსარდალი გიორგი მარგველაშვილი (რომელიც კონსტიტუციის თანახმად საგანგებო მდგომარეობას აცხადებს და აუქმებს) და მისი უახლოესი გარემოცვა - „რესპუბლიკელი“, უშიშროების საბჭოს მდივანი ირინ იმერლიშვილი და მრჩეველი საერთაშორისო პოლიტიკის საკითხებში ვანო მაჭავარიანი („ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი მთავარი ლიდერის, მიხეილ მაჭავარიანის ძმა), აგრეთვე საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია და მისი ცოლისდა - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე.

საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ მზად არის დახარჯოს არაბთა გაერთიანებული საემიროების ბანკებში ცრუმაგიერ ანგარიშებზე განთავსებული მისი კუთვნილი 3.000.000.000 $ (3 მილიარდი აშშ დოლარი) თავისი პოლიტიკური იმიჯის აღდგენისათვის ქართველი მაღალჩინოსნების, წამყვანი პოლიტიკოსებისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებების მოსყიდვის გზით.

 

1-podkup-axali-bolo

საქინფორმის რედაქცია