რედაქტორისგან
საქინფორმის პროგნოზი მართლდება - კლინტონის მიერ სააკაშვილის რჩევით დანიშნულმა აშშ-ის ელჩმა აზერბაიჯანში პირობა დადო, რომ ბაქოში “მაიდანს” მოაწყობს!

1Sbivaetsya-obS-2საქართველო, 27 მაისი, საქინფორმი. 2014 წლის 28 აპრილს, ინტერვიუში, საქინფორმის მთავარი რედაქტორი არნო ხიდირბეგიშვილი აფრთხილებს:

“ფუნთუშების დამრიგებელი ნულანდისა და „მის მომხიბვლელობა - 2014“-ის, ეშტონის ხელით წინდაუხედავად დაწყებული პროცესი, რაღა თქმა უნდა, უკრაინის ფარგლებს გასცდება - ტერიტორიების დაკარგვის საუკეთესო სპეციალისტი მიშა სააკაშვილს 27 აპრილს შემთხვევით არ ჩასულა ბაქოში. უკრაინის მერე შემდეგი ქვეყანა, რომელშიც მღელვარება დაიწყება, აზერბაიჯანი იქნება, რამდენადაც კასპიის ზღვა აშშ-ს უკრაინაზე არანაკლებ აღელვებს”.

2014 წლის 12 მაისს საქინფორმის მთავარი რედაქტორი მორიგ ინტერვიუში იმეორებს:

“სააკაშვილმა აზერბაიჯანში მღელვარების პროვოცირება უნდა მოახდინოს, რათა რუსეთის უმსხვილესმა ენერგეტიკულმა პარტნიორმა და კასპიის ზღვით მეზობელმა უცებ ევრაზიულ კავშირში შესვლა არ იფიქროს, სომხეთს არ შეურიგდეს და კავკასიაში ტრადიციული რეგიონული სამკუთხედი “საქართველო-აზერბაიჯანი-სომხეთი” არ აღდგეს”.

მალევე საქინფორმის მთავარი რედაქტორის ვერსიას თავად სააკაშვილი ადასტურებს აზერბაიჯანული მედიასთვის მიცემულ ინტერვიუში: “სანამ პუტინი უკრაინით არის დაკავებული, აზერბაიჯანს დრო აქვს! აზერბაიჯანული  და თურქმენული გაზის გარეშე, რომლის ექსპორტი მხოლოდ აზერბაიჯანის გავლით არის შესაძლებელი, ევროპა ვერ გადარჩება! ეს რეალობა გააცნობიერეს როგორც ევროპელებმა, ისე ამერიკელებმა. ბაქოში ჩამოსვლამდე დიდხანს ვესაუბრე ჰილარი კლინტონს, რომელიც, როგორც ჩანს, მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნებზე დემოკრატიული პარტიის კანდიდატი გახდება, მას გამარჯვების უდიდესი შანსი აქვს. ჰილარი კლინტონს მკაფიოდ ესმის აზერბაიჯანის როლი რეგიონში. სხვათაშორის, ცოტა ხნის წინ ერთ-ერთ ანალიტიკურ ცენტრში ის პოსტსაბჭოთა სივრცეში არსებული სიტუაციის მისეული ხედვის შესახებ მოხსენებით გამოვიდა და ყურადღება აზერბაიჯანის საკვანძო როლზე გაამახვილა. ის ძალიან ამაყობს იმით, რომ აქ ელჩად რიჩარდ მორნინგსტარი გამოგზავნა”.

გუშინ, 2014 წლის 26 მაისს, თავის ინტერვიუებში რუსეთის საინფორმაციო სააგენტო ИА REX-ს, აზერბაიჯანულ გაზეთს Каспий და ქართულ გაზეთ “ასავალ-დასავალს”, არნო ხიდირბეგიშვილი მორიგჯერ აზუსტებს:

“აშშ-ის მთავარი მიზანი - მსოფლიო ჰეგემონიაა, რაშიც ხელს უშლის ორად ორი ქვეყანა - რუსეთი და ჩინეთი, რომლებმაც გასულ კვირას, 2014 წლის 21 მაისს, სტრატეგიული კავშირი დაამყარეს - ხელი მოაწერეს 30-წლიან და 400-მილიარდიან ისტორიულ საგაზო კონტრაქტს პლუს დაახლოებით 75 მილიარდი ინვესტიციები, პლუს 40-ზე მეტი ხელშეკრულება. ამიტომაც არის ამერიკისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი კასპიის ზღვა, მაგრამ არა მხოლოდ მისი ნახშირწყალბადები (აირი, ნავთობი, სასარგებლო წიაღისეული),, არამედ როგორც სტრატეგიული პლაცდარმი რუსეთთან, ჩინეთთან და ირანთან ბრძოლაში.

მაგრამ მას შემდეგ, რაც გასულ კვირას რუსეთმა ირანთანაც დაადასტურა ურყევი სტრატეგიული კავშირი, აშშ- აღარაფერი რჩება გარდა იმისა, რომ კბილებით ჩაებღაუჭოს მის მიერ მთლიანად კონტროლირებად

საქართველოს და აქედან სცადოს კასპიის აუზის ხუთი ქვეყნიდან ორის - აზერბაიჯანისა და თურქმენეთის მიტყუება. ვაშინგტონს იმედი აქვს, რომ მათ დაიყოლიებს, რის შემდეგაც ენერგორესურსებს თურქეთის გავლით ევროპისკენ გადატყორცნის და ამით მასაც გააკონტროლებს”.

და აი, როგორც PRAVDA.RU იუწყება, აშშ-ის ელჩი აზერბაიჯანში რიჩარდ მორნინგსტარი, აშშ-ის სახდეპის მიერ დაფინანსებულ რადიო “თავისუფლებისთვის” ინტერვიუში, ბაქოს მაიდანს დაჰპირდა, თუ ხელისუფლება “მოქალაქეების ტანჯვას” არ შეწყვეტს. განცხადება შეფასდა, როგორც მიუღებელი და აზერბაიჯანის საშინაო საქმეებში ჩარევა დაერქვა.

“ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალს ბოლო მოვლენებს აზერბაიჯანში. განსაკუთრებით, დაპატიმრებებს და პოლიტიკურ აქტივისტებზე ზეწოლას, - თქვა რიჩარდ მორნინგსტარმა, - ვცდილობ, აზერბაიჯანის მთავრობის ლოგიკიდან გმოვიდე და მათი პოზიცია გავიგო. ისინი ამტკიცებენ, რომ იძულებული არიან, ქვეყანაში სტაბილურობისათვის ასეთ ნაბიჯებს მიმართონ. ამბობენ, რომ აზერბაიჯანი ძალიან სახიფათო რეგიონში მდებარეობს. ეს მართლაც ასეა. მაგრამ ჩვენ სხვა პოზიცია გვაქვს, ჩვენ მიგვაჩნია, რომ რაც უფრო გახსნილი იქნება სამოქალაქო საზოგადოება, მით უფრო მყარი იქნება სტაბილურობა. ეს როგორც თავად საზოგადოების, ისე ქვეყნის მთავრობის ინტერესებში შედის.

თუ მთავრობა უფრო მკაცრ ხაზს გაატარებს, სამოქალაქო საზოგადოებას სუნთქვის საშუალებას არ მისცემს, მაიდნის მოვლენები შესაძლოა ბაქოში განმეორდეს, თუ ახლა არა, 5-10 წლის შემდეგ მაინც”, - პირდაპირ ამტკიცებს ამერიკის ელჩი და, თუმცა ზუსტ დედლაინს არ ასახელებს, საქინფორმის პროგნოზს ადასტურებს: ბაქო ვაშინგტონის გეგმებში კიევის შემდეგ მეორე ადგილზე დგას!