უცხოეთი
რუსეთისა და ჩინეთის 30-წლიანმა კონტრაქტმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკისთვის 400 მლრდ დოლარის საფასურის რუსული გაზის მიწოდების შესახებ ევროკავშირს ზეწოლის ბერკეტები დააკარგვინა

1kontrakt-zarub-3საქართველო, 22 მაისი, საქინფორმი. რუსეთმა ჩინეთში რუსული გაზის მიწოდების კონტრაქტზე ხელმოწერით ევროპას პოლიტიკური ზეწოლის ბერკეტები გამოაცალა, - მიაჩნია რფ-ის საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური აკადემიის პრორექტორ ალექსანდრ ლუკინს.

ოთხშაბათს რფ-მ და ჩინეთმა ხელი მოაწერეს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში აღმოსავლეთის მარშრუტით 400 მლრდ დოლარის ღირებულების რუსული გაზის მიწოდების 30-წლიან კონტრაქტს.

ლუკინის განცხადებით, რფ-ს ჯერ კიდევ უკრაინის კრიზისამდე სჭირდებოდა გასაღების ბაზრების დივერსიფიკაცია, რათა დამოკიდებული არ ყოფილიყო მხოლოდ ერთ მხარეზე - ევროკავშირზე. „ეს განსაკუთრებით მნიშნელოვანია ამჟამინდელ სიტუაციაში, როცა უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით ევროპა გაზის იმპორტისა და დამოკიდებულების შემცირებით გავემუქრება, - განუცხადა ლუკინმა “რია ნოვოსტის”.

მან აღნიშნა, რომ ჩინეთის კონტრაქტი ვერ ფარავს იმ ყველაფერს, რასაც რუსეთი ევროპას აწვდის, ჩინეთის კონტრაქტი სულ მესამედია იმისა, რაც ევროპაში მიედინება. „მეორე მხრივ, ევროპაც მაშინვე არ გადაკეტავს ყველაფერს. თუ ის ნელ-ნელა შემაცირებს, ევროპას დავანახვებთ, რომ გვაქვს მისაწოდებელი ადგილი, თუკი ის გაზს არ შეისყიდის. ამ შემთხვევაში ევროპას პოლიტიკური ზეწოლის ბერკეტებს გამოვაცლით. მეტიც, დავანახვებთ ალტერნატივას, რომ რუსეთი ამ მიმართებით უფრო მეტად აზიურ ქვეყნებზე იქნება ორიენტირებული“, - მიაჩნია ექსპერტს.