უცხოეთი
„სახლში მიმიპატიჟა ნარდის თამაშის სასწავლად, შემდეგ ზურგზე მასაჟის გაკეთება შემომთავაზა, მერე კი გამაუპატიურა“, - პამელა ანდერსონი 12 წლის ასაკში ძალადობის მსხვერპლი გახდა

pamela-ucx-3საქართველო, 20 მაისი, საქინფორმი. პამელა ანდერსონი კანის კინოფესტივალის დღეებზე ჩაფრინდა, სადაც ცხოველთა დაცვის საკუთარი საქველმოქმედო ფონდი “The Pamela Anderson Foundation” გახსნა. პრეზენტაციაზე 46 წლის ვარსკვლავი ღრმა დეკოლტეიან ქათქათა თეთრ კაბაში პოზირებდა. ახალი ვარცხნილობით იგი უფრო სტილურად გამოიყურებოდა, თუმცა შილიფი სამოსით საკუთარი ფიგურისადმი ყურადღების მიპყრობის ჩვევა ვერ მოიშალა. პრესკონფერენციის მიმდინარეობისას პამელამ მიკროფონი აიღო და ძალიან სერიოზული აღიარება გააკეთა. ცრემლნარევი ხმით ანდერსონი მოჰყვა, რომ 12 წლის ასაკში იგი სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა. მსახიობის თქმით, მისი ბავშვობა ბრიტანეთის კოლუმბიასა და კანადაში ლაღი სულაც არ იყო: მამამისი ლოთობდა, დედამისი კი ორ ადგილას მუშაობდა ოფიციანტად.

პამელამ აღიარა, რომ პირველად სექსუალური ძალადობის მცდელობის მსხვერპლი 6 წლის ასაკში შეიქნა საკუთარი ძიძის მხრიდან. 12 წლისა კი იგი ძმის მეგობარმა, 25 წლის მამაკაცმა გააუპატიურა. ის საღამო მას დღემდე ნამდვილ კოშმარად ახსოვს.

“სახლში მიმიპატიჟა, რათა ნარდის თამაში ესწავლებინა, შემდეგ ზურგის მასაჟი შემომთავაზა, მერე კი გამაუპატიურა, - განაცხადა ვარსკვლავმა, - ეს ჩემი პირველი ჰეტეროსექსუალური გამოცდილება იყო”.

თუმცა ამით მისი უბედურება არ დასრულებულა - 15 წლისა იგი ჯგუფური გაუპატიურების მსხვერპლი გახდა.

“როცა ეს ჯოჯოხეთი დამთავრდა, სიცოცხლე აღარ მინდოდა”, - იხსენებს პამელა, რომლის თქმითაც, იგი ცხოველების სიყვარულმა იხსნა. „ისინი ჩემს ერთადერთ რეალურ მეგობრებად იქცნენ, სანამ შვილები არ მეყოლა“, - აღნიშნავს ვარსკვლავი.

pamela-ucx-3-1