უცხოეთი
მაიკ უიტნი: „ობამას განზრახული აქვს, რუსეთი სისხლისმღვრელ პარტიზანულ ომში ჩაითრიოს, რომელიც უკრაინას ერაყის, ავღანეთის, ლიბიის, სირიის მდგომარეობაში ჩააყენებს. ნეონაცისტები რფ-ის წინააღმდეგ აშშ-ის ომში ობამას ერთადერთი მოკავშირეები არიან!“

Maik-zar-3საქართველო, 19 მაისი, საქინფორმი. სტატიაში, რომელიც უკრაინაში არსებულ სიტუაციას ეძღვნება და ინტერნეტგამოცემა Veracity Voice-ზეა განთავსებული, ამერიკელი ჟურნალისტი-მიმომხილველი მაი უიტნი განმარტავს,რატომ ეკისრება აშშ-ის მთავრობას პასუხისმგებლობა აღმოსავლეთ უკრაინაში მომხდარ არეულობებზე.

უიტნის რფ-ის პრეზიდენტის პრესმდივან დიმიტრი პესკოვის ციტატა მოჰყავს: „ჩვენ მოვუწოდებთ ევროპის დედაქალაქებს, აშშ-ს, სათანადო შეფასება მისცენ მომხდარს და მოვუწოდებთ ასევე, გონს მოეგონ ისინი, ვინც დასახლებული პუნქტების წინააღმდეგ ავიაციას იყენებს“. მიუხედავად ამისა, წერს უიტნი, „ვაშინგტონიდან არავითარი პასუხი არ ყოფილა, თმცა ეჭვგარეშეა, რომ ობამას ადმინისტრაციას პირდაპირი კავშირი ჰქონდა არეულობების ორგანიზებასან - ცსს-ს დირექტორი ჯონ ბრენანი და ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი არეულობების დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე კიევში იმყოფებოდნენ“.

„ერთადერთი ჯგუფი, რომელიც მზადაა ვაშინგტონის განზრახვები სისრულეში მოიყვანოს, ეს რუსეთის წინაამდეგ ამერიკის ომში ობამას ახალი მოკავშირეები არიან“, - წერს უიტნი.

ჟურნალისტის აზრით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის განცხადება ქვეყნის აღმოსავლეთით ტერიტორიების დაკარგვის შემთხვევაში უკრაინის დამატებითი დაფინანსების აუცილებლობის შესახებ წარმოადგენს ფონდის ზეწოლის ნიშანს უკრაინის ხელისუფლებაზე.

„საერაშორისო სავალუტო ფონდი თეთრი სახლის ბრძანებით მოქმედებდა. ეს ობამას ომია. ობამას სურს რუსეთი სისხლისმღვრელ პარტიზანულ ომში ჩაითრიოს, რომელიც უკრაინას იმავე მდგომარეობაში ჩააგდებს, როგორშიც ერაყი, ავღანეთი და ახლა სირიაც ჩაცვივდნენ...

სწორედ სახელმწიფო დეპარტამენტია პასუხისმგებელი უკრაინის ხელისუფლების დამხობაზე“, - წერს უიტნი.