უცხოეთი
პუტინი: „ჩვენ მუდამ წინ აღვუდგებით ისტორიის ფალსიფიცირების, ფაშისტების გმირებად წარმოჩენისა და გმირი გამათავისუფლებლების სახელისა და ხსოვნის შელახვის მცდელობას!“

budem-zar-1საქართველო, 19 მაისი, საქინფორმი. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში გამგზავრების წინა დღეს რფ-ის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ინტერვიუ მისცა ჩინეთის წამყვან მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს.

მკითხველებს ინტერვიუს გაცნობა შეუძლიათ რფ-ის პრეზიდენტის ოფიციალურ საიტზე, სადაც ის სრულად არის განთავსებული. საქინფორმი აქვეყნებს ვ.ვ. პუტინის პასუხს მხოლოდ ბოლო კითხვაზე.

- 2015 წელს ჩვენი ქვეყნები იზეიმებენ ფაშიზმზე გამარჯვების 70 წლისთავს. რა მნიშვნელობას იძენს რუსეთისა და ჩინეთის ერობლივი მცდელობა, წინ აღუდგნენ მეორე მსოფლიო ომის დამახინჯების მცდელობებს?

ვ.ვ. პუტინი: მართლაცდა, სულ უფრო ხშირად ვაწყდებით ისტორიის გადახედვისა და დამახინჯების შემთხვევებს.

4 წლის წინ რუსეთმა და ჩინეთმა მეორე მსოფლიო ომის დასრულების 65-ე წლისთავთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება მიიღეს. ჩვენ ერთხმად ვაცხადებთ, რომ მისი შედეგების რევიზია დაუშვებელია. ეს ძალიან სახიფათო იქნება. ამას უკრაინაში დღევანდელი ტრაგიკული მოვლენებიც მოწმობს, ნაცისტური ძალების პარპაში, რომლებმაც ნამდვილი ტერორი გააჩაღეს მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ.

ჩინელი მეგობრების მადლობელი ვარ, რომ ისინი ათასობით ჩვენი თანამემამულის ხსოვნას აფასებენ, რომლებმაც სიცოცხლე გაწირეს დამპყრობლებისაგან ჩრდილო-აღმოსავლეთ ჩინეთის გასათავისუფლებლად. მომავალ წელს ერთობლივ ღონისძიებებს გავმართავთ გამარჯვებნის 70 წლისთავის აღსანიშნავად როგორც ორმხრივ ფორმატში, ასევე შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის ფარგლებში.