უცხოეთი
ცსს-ს დირექტორი კიევში ჩავიდა და უკრაინის მხარეს „ქვეყანაში ვითარების სტაბილიზაციისთვის“ ინფორმაცია და სახსრები გადასცა

zarub-2-analitსაქართველო, 12 მაისი, საქინფორმი. ცსს-ს დირექტორმა ჯონ ბრენანმა საჯაროდ დაადასტურა უკრაინაში თავისი ამასწინანდელი ვიზიტის ფაქტი. „ორი კვირის წინ კიევში ვიყავი. იქ ჩვენს უკრაინელ პარტნიორებსა და მეგობრებთან ურთიერთქმედებისთვის გავემგზავრე“, - განმარტა ცსს-ს ხელმძღვანელმა. მისი თქმით, უკრაინის მხარისთვის ის ინფორმაცია და სახსრები უნდა გადაეცა, რომლებიც ქვეყანაში სტაბილიზაციისთვის იყო საჭირო.

ამასთან, ინტერვიუს მიმდინარეობისას საუბარი შეეხო რფ-საც. ბრენანმა რუსეთს დიდი წარმატებული სახელმწიფო უწოდა. მას ჰკითხეს, მიაჩნია თუ არა ეს სახელმწიფო მტრად. „ეს ქვეყანაა, რომელიც უდიდესი გავლენით სარგებლობს, განსაკუთრებით, მსოფლიოს მისეულ ნაწილში“, - აღნიშნა ცსს-ს დირექტორმა.

კიევში ბრენანის ვიზიტის შესახებ ცნობები აპრილში გაჩნდა. შემდგომში თეთრ სახლში მისი გამგზავრების ფაქტი დაადასტურეს.