უცხოეთი
„ვერ შეგვაჩერებთ!“ – „ევროვიზიაზე“ ავსტრიელმა წვერიანმა ტრანსვესტიტმა გაიმარჯვა, რომელსაც ანტიდისკრიმინაციული კანონის მიმღები საქართველოს პარლამენტი გულშემატკივრობდა

zarub-1-an-conCitaსაქართველო, 12 მაისი, საქინფორმი. სიმღერის კონკურს „ევროვიზია-2014“-ის ჟიურისა და ტელემაყურებლების კენჭისყრის შედეგებით დანიის დედაქალაქში გამარჯვება მოიპოვა ავსტრიელმა ტრანსვესტიტმა კონჩიტა ვურსტმა (თომას ნოივირტმა) სიმღერით „Rise like a Phoenix”. მან 290 ქულა აიღო. „ეს გამარჯვება ეძღვნება ყველას, ვისაც მშვიდობისა და თავისუფლების სწამს! ჩვენ ვერ შეგვაჩერებთ!“, - წამოიძახა აღელვებულმა და აცრემლებულმა კონკურსანტმა სცენაზე...

„ევროვიზიის“ სცენაზე გასულ შაბათს გამოვიდნენ უკრაინის, ბელარუსის, აზერბაიჯანის, ისლანდიის, ნორვეგიის, რუმინეთის, სომხეთის, ჩერნოგორიის, პოლონეთის, საბერძნეთის, ავსტრიის, გერმანიის, შვედეთის, საფრანგეთის, რუსეთის, იტალიის, სლოვენიის, ფინეთის, ესპანეთის, შვეიცარიის, უნგრეთის, მალტის, დანიის, ნიდერლანდების, სან-მარინოსა და დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლები.

ავსტრიელი ჭაბუკი თომას ნოივირტი 2011 წელს ქალად იქცა და სახელადაც კონჩიტა ვურსტი დაირქვა. ინტერვიუში იგი ჰყვება, რომ კოლუმბიაში დაიბადა, ბერლინში გაიზარდა, ხოლო თავისი alter ego - ტომასი ახლახან გაიცნო. ჰიტით „That’s what I am” („აი, ვინ ვარ მე“) კონჩიტა კინაღამ „ევროვიზიაზე“ გაემგზავრა 2011 წელს, როცა ნაციონალურ შერჩევაში მეორე ადგილი დაიკავა.

„ევროვიზიის“ ისტორიაში ტრანსვესტიტები უკვე ყოფილან და იმარჯვებდნენ კიდეც. 1998 წელს მთავარი პრიზი აიღო Dana International-მა ისრაელიდან - სქესის შეცვლის ოპერაციამდე ის მამაკაცი იყო. ხოლო 2002 წელს სტიუარდესებად გადაცმული სამი ტრანსვესტიტი სლოვენიას წარმოადგენდა.

საქართველოს პრეზიდენტმა და პარლამენტმა, რომლებმაც, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგობის მიუხედავად, 2014 წლის 2-8 მაისს მიიღეს ანტიდისკრიმინაციული კანონი, რომელიც ლესბოსელების, გეების ბისექსუალებისა და ტრანსგენდერების ექსკლუზიურ დაცვას გულისხმობდა, რითც მათ თავისი ჰომოსექსუალური ორიენტაციის საჯარო პროპაგანდის კანონიერი უფლება მიიღეს, გულწრფელად ულოცავენ ტომას ნოივირტს - კონჩიტა ვურსტს და იმედს გამოთქვამენ, რომ მომავალ წელს „ევროვიზია-2015“-ის გამარჯვებული საქართველოს წარმომადგენელი იქნება, რომელიც ღირსეულად გადაიბარებს კონჩიტას ესტაფეტას!

საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ კონჩიტა ვურსტის მონაწილეობამ „ევროვიზიაში“ რუსეთსა და ბელარუსში მოქალაქეთა ჯგუფების პროტესტი გამოიწვია, რომლებიც კონკურსის, როგორც „სოდომის კერის“ ბოიკოტირებას ითხოვდნენ.  კერძოდ, აქტივისტები აღაშფოთა კონჩიტას გარეგნობამ, რომელმაც ქალურობისა და მამაკაცის წვერის შერწყმა მოახდინა.

zarub-1-an-conCita-1