რელიგია
გუშინ, საკვირაო ქადაგებაში საქართველოს პატრიარქმა ლესბოსელების, გეების, ბისექსუალების და ტრანსგენდერების საერთაშორისო დღე 17 მაისი საქართველოში ოჯახის სიმტკიცისა და მშობლების მოხსენიების დღედ გამოაცხადა!

obS-3-rel-1-mSoblebiსაქართველო, 12 მაისი, საქინფორმი. გუშინ, 11 მაისს, სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ მრევლს ქადაგებით მიმართა უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ.

„მშობლების კურთხევა ეს არის ღვთის კურთხევა. ამიტომ თქვენ უნდა დალოცოთ თქვენი შვილები, ნაკურთხი ხატით უნდა დალოცოთ ისინი, ყოველდღე შვილები უნდა ემთხვიონ თავიანთ მშობლებს ხელზე. ეს მთხვევა ახდენს სასწაულს. ამ დროს ზეციდან გადმოდის მადლი სულიწმინდისა.

განსაკუთრებით საყურადღებოა ურთიერთობა მშობლებსა და შვილებს შორის. შვილებმა ოჯახში ხმამაღალი სიტყვა არ უნდა მოისმინონ. არ უნდა გაიგონონ ცუდი სიტყვა, ლანძღვა-გინება. მათ უნდა ესმოდეთ სიკეთე და ასე გააგრძელებენ ცხოვრებას…

მივიღეთ ასეთი განჩინება, ყოველი წლის 17 მაისს იყოს ოჯახის სიმტკიცისა და მშობლების მოხსენიების, მშობლების პატივისცემის დღე . ამ დროს მთელი ერი უნდა გამთლიანდეს – მშობლები და შვილები. მთელი ხალხი უნდა გამთლიანდეს და უნდა აღვავლინოთ ლოცვები, ერთი პირით, ერთი ძალითა და ერთი გონებით...

სამღვდელოებას ეძლევა ლოცვა-კურთხევა, ამ დღეს 12 საათზე ჩაატარონ პარაკლისი ტაძარში და ნაკურთხი წყლით აპკურონ ტაძარი, ოჯახები, ქუჩები, ასევე ლოცვა-კურთხევა ეძლევა ერის ადამიანებს, რომ ნაკურთხი წყლით აკურთხონ ოჯახი და საკუთარი თავი. პირველი ასეთი დღესასწაული მშობლების იქნება 17 მაისს. თქვენ ნახავთ, იგრძნობთ, როგორ გაძლიერდება თქვენი სული, გონება, სხეული და როგორ გაძლიერდება საქართველო”, – ბრძანა პატრიარქმა.