რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: “თუ ღარიბაშვილი სასწრაფოდ ქართველ ხალხთან და კათოლიკოს-პატრიარქთან არ დადგება და არ მიიღებს კანონებს, რომლებიც რუსეთში პუტინმა მიიღო, საქართველო საბოლოოდ დაიღუპება!”

pol-1-otred-arnoსაქართველო, 12 მაისი, საქინფორმი. ბოლო კვირის მოვლენებს კომენტარს საქინფორმის მთავარი რედაქტორი არნო ხიდირბეგიშვილი უკეთებს.

- წინის წინა პარასკევს, “ასავალ-დასავალთან” ინტერვიუში, თქვენ თქვით, რომ უკრაინის მერე შემდეგი აზერბაიჯანი იქნება, სადაც 27 აპრილს სააკაშვილი ჩაფრინდა. დასტურდება თუ არა თქვენი პროგნოზი?

- ფაშისტმა სააკაშვილმა, რომელსაც ჰააგის სასამართლო აუცილებლად სასჯელის უმაღლეს ზომას მიუსჯის ცხინვალში, კიევსა და ოდესაში სამოქალაქო მოსახლეობის მხეცურად დახოცვის გამო, მას შემდეგ, რაც რუსეთს კიევის რუსეთი მოსწყვიტა, რუსეთს აზერბაიჯანი უნდა გადაჰკიდოს, რომელსაც, საქართველოსგან განსხვავებით, ნატოში და ევროკავშირში შესვლა არ უნდა! სააკაშვილმა აზერბაიჯანში მღელვარების პროვოცირება უნდა მოახდინოს, რათა რუსეთის უმსხვილესმა ენერგეტიკულმა პარტნიორმა და კასპიის ზღვით მეზობელმა უცებ ევრაზიულ კავშირში შესვლა არ იფიქროს, სომხეთს არ შეურიგდეს და კავკასიაში ტრადიციული რეგიონული სამკუთხედი “საქართველო-აზერბაიჯანი-სომხეთი” არ აღდგეს.

2014 წლის 2 მაისს სააკაშვილმა ბაქოში ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანულ პორტალს haqqin.az, რომელშიც თავისი პირით დაადასტურა ჩემი პროგნოზი. ის შეკვეთილი ინტერვიუ სინამდვილეში იყო მიშას სამოქმედო პროგრამის პრეზენტაცია და ჟურნალისტების მას შემთხვევით როდი მიმართავდნენ, როგორც “ეპოქალური მასშტაბის პოლიტიკოსს”, რომელიც მოწოდებულია მოაწყოს “გეოპოლიტიკური რევოლუციები” მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში. “სააკაშვილი ორჯერ წავიდა ხელისუფლებიდან ბარიკადებზე, რათა დაბრუნებულიყო და თავისი ქართული ოცნება აეხდინა, და დღეს ის - ისევ ბარიკადებზეა!” - მიანიშნებენ აზერბაიჯანელი ჟურნალისტები, რითაც საქართველოში ძალიან აღშფოთდნენ, ხოლო ეპოქალური მასშტაბის პროვოკატორი სააკაშვილი პირდაპირ მოუწოდებს: სანამ პუტინი უკრაინით არის დაკავებული, აზერბაიჯანს დრო აქვს. აზერბაიჯანული და თურქმენული გაზის გარეშე, რომლის ექსპორტი მხოლოდ აზერბაიჯანის გავლით არის შესაძლებელი, ევროპა ვერ გადარჩება! ეს რეალობა გააცნობიერეს როგორც ევროპელებმა, ისე ამერიკელებმა. ბაქოში ჩამოსვლამდე დიდხანს ვესაუბრე ჰილარი კლინტონს, რომელიც მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნებზე დემოკრატიული პარტიის კანდიდატი გახდება, მას არჩევნებში გამარჯვების უდიდესი შანსი აქვს (2016 წელს - რედ.). ჰილარი კლინტონი მკაფიოდ ხედავს აზერბაიჯანის საკვანძო როლს რეგიონში”.

- იმ ინტერვიუს შესავალში აზერბაიჯანელი ჟურნალისტები წერენ - “ახალგაზრდა რევოლუციონერმა სააკაშვილმა საქართველოში მყარი სახელმწიფო ინსტიტუტები შექმნა”, რაც ერთი კვირის წინ, 5 მაისს, თითქმის სიტყვასიტყვით გაიმეორა საქართველოს მოქმედმა თავდაცვის მინისტრმა. ბრუკინგსის ინსტიტუტში (აშშ) გამოსვლისას ალასანიამ აღნიშნა სააკაშვილის დამსახურება ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტების შექმნაში და მისი წვლილი ნატოსა და ევროკავშირში საქართველოს გაწევრების საქმეში. 2 მაისს კი, როცა სააკაშვილი ბაქოში ინტერვიუს იძლეოდა, ალასანია ვაშინგტონში გამოდიოდა კონფერენციაზე “ერთიანი და თავისუფალი ევროპა”, სადაც საქართველოში ამერიკული სარაკეტო კომპლექსების და აშშ-ის სამხედრო ბაზების სასწრაფოდ განთავსება, საქართველოს ნატოში მიღება და უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევა მოითხოვა. მაგრამ ეს ხომ, პრაქტიკულად, ისევ რუსეთთან ომისკენ მოწოდებებია? ესე იგი, სააკაშვილს თანამოაზრეები მოქმედ ხელისუფლებაშიც ჰყავს?!

- ალასანია კიდევ ერთ სიურპრიზს ამზადებს - ამ დღეებში ის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დასკვნას გამოაქვეყნებს, რომლის მიხედვითაც ომი 2008 წლის აგვისტოში რუსეთმა დაიწყო... დიახ, საქართველოს მთელი პარლამენტი თავმჯდომარე დავით უსუფაშვილის მეთაურობით, საქართველოში მმართველი რესპუბლიკური პარტია მისი მეუღლის თინა ხიდაშელის ხელმძღვანელობით, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი თავისი უშიშროების საბჭოთი, ასევე ალასანიას გარდა, ზოგიერთი მინისტრი (საგარეო საქმეთა მაია ფანჯიკიძე, ევროატლანტიკური ინტეგრაციის ალექსი პეტრიაშვილი, შერიგების  პაატა ზაქარეიშვილი) სააკაშვილის ფარული მომხრეები არიან. თუ პრემიერი ღარიბაშვილი ივნისში ევროკავშირთან საქართველოს ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერის გადადებას გადაწყვეტს, ისინი მაშინვე სააკაშვილის მხარეს გადავლენ, რომელიც აშშ-ის და ევროკავშირის დავალებით თბილისში ევრომაიდანს მოაწყობს - როგორც კიევში, როდესაც ასეთივე შეთანხმებას ხელი არ მოაწერა იანუკოვიჩმა. ამიტომ თუ პრემიერი ღარიბაშვილი უახლოეს დღეებში ქართველი ხალხის და კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის გვერდით არ დადგება, საქართველო საბოლოოდ დაიღუპება! და თავად ღარიბაშვილსაც, ქართველი ხალხის გარდა, არავინ დაიცავს - სააკაშვილისგან განსხვავებით, რომელსაც აშშ იცავს.

- ბატონო არნო, საქართველოს პარლამენტმა, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგობის მიუხედავად, ანტიდისკრიმინაციული კანონი მიიღო, რომელიც გულისხმობს ლესბოსელების, გეების, ბისექსუალების და ტრანსგენდერების უფლებათა ექსკლუზიურ დაცვას, რომლებმაც 8 მაისიდან, პრეზიდენტ მარგველაშვილის მიერ კანონის ხელმოწერის შემდეგ, თავიანთი ჰომოსექსუალური ორიენტაციის საჯარო პროპაგანდის კანონიერი უფლება მიიღეს, რითაც უხეშად ირღვევა ჰეტეროსექსუალური მართლმადიდებელი უმრავლესობის უფლებები...

- საქართველოში „ცისფერების” ორი სახეობა არსებობს - სხეულით, ანუ ლგბტ-ს ნატურალური წევრები; და სულით, რომლებსაც ჩვენმა კოლეგა ირმა ინაშვილმა ამის გამო “სულპედერასტები” უწოდა. მეორე სახეობას განეკუთვნებიან მაღალი რანგის ჩინოვნიკები, რომლებიც შეუდარებლად სახიფათო არიან - იმიტომ, რომ გამუდმებით ცრუობენ: რომ საქართველო - ძირძველი ევროპაა და რომ ქართველები პირველი ევროპელები არიან; რომ რუსეთი - ძირძველი მტერია და რომ საქართველოს ერთადერთი ხსნა ნატოსა და ევროკავშირის წევრობაშია, რომლებიც მას რუსეთისგან დაიცავენ. დიახ, მათ მშვენივრად ესმით, რომ ეს - ბლეფია, მაგრამ ისინი ხომ სწორედ ამ ბლეფის წყალობით გახდნენ მილიონერები?! თუ მილიონჯერ გაიმეორებთ, რომ მარილი ტკბილია, შეგიძლიათ, თამამად ჩაყაროთ ის ჩაიში შაქრის ნაცვლად: სულპედერასტებმა, 2003 წლიდან დღემდე, ტელევიზიით და პრესაში იმდენჯერ გაიმეორეს, რომ ეს - ქართველი ხალხის უალტერნატივო არჩევანია, რომ ადამიანებს აზრადაც აღარ მოსდით შეკამათება - იმდენად მიეჩვივნენ...  უფრო სწორად, არ ეკამათებოდნენ 2 მაისამდე.

- და 2 მაისს რა მოხდა?

- 2014 წლის 2 მაისს საქართველოს პარლამენტში, დისკრიმინაციული კანონის კენჭისყრის წინ, თავმჯდომარე უსუფაშვილმა საბედისწერო შეცდომა დაუშვა - მან მთელი საქართველო დაყო პედერასტებად, რომლებიც ევროპაში „უკნიდან“ მიემართებიან  (ანუ ლგბტ უფლებების ექსკლუზიურად დამცველი კანონის მომხრეებად) და "რუსეთში დამრჩენებად" (ანუ ყველა დანარჩენებად). პარლამენტმა არჩევანი პირველთა სასარგებლოდ გააკეთა და ყველა დანარჩენის, ანუ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის და მისი პატრიარქის აღშფოთება გამოიწვია, რომელიც პირველად გამოვიდა ღიად მთავრობის მკაცრი კრიტიკით. „ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღების შესახებ მინდა ორიოდე სიტყვა მოგახსენოთ... როგორც შეიძლება უკანონობა დააკანონო?  ეს დიდი ცოდვაა და სწორედ ამის შესახებ ვთქვი მე და მე რომ არ მეთქვა, ის იქნებოდა გასაკვირი... მე ვალდებული ვარ, უნდა მეთქვა! არცერთი მორწმუნე ადამიანი არ მიიღებს ამას, ასეთ კანონს! და მე მინდა ვთქვა, რომ გავა დრო, როცა ჩვენ თვითონ გაგვიკვირდება, თუ როგორ იყო მიღებული ეს კანონი”, - თქვა ილია მეორემ თავის ქადაგებაში 6 მაისს, გიორგობის დღესასწაულზე. ამით ქართველი ერის სულიერმა მამამ ღიად განაცხადა, რომ საქართველოს ახალი ხელისუფლებაც ქართველი ხალხის ნებას კი არ გამოხატავს, არამედ თავისი დასავლეთელი პატრონებისას!

ამიტომ, თუკი ღარიბაშვილს პრემიერად დარჩენა და აყვავებული საქართველო სურს, პარლამენტს სასწრაფოდ უნდა მიაღებინოს ყველა ის კანონი, რომლებიც რუსეთში მიიღეს პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ინიციატივით. კერძოდ - კანონი მოზარდებს შორის ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდის აკრძალვის შესახებ; კანონი სახელმწიფოს ტერიტორიაზე უცხოური არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის აკრძალვის შესახებ; კანონი ოფშორებში დარეგისტრირებული ბიზნეს კომპანიების აკრძალვის შესახებ, რომლებიც ხელს უწყობენ ქვეყნიდან კაპიტალის გადენას; კანონი სახელმწიფო ჩინოვნიკებისათვის საზღვარგარეთ მსხვილი უძრავი ქონების და ანგარიშების ფლობის აკრძალვის შესახებ; კანონი ბლოგერების და ჰაკერების დასასჯელად ძირგამომთხრელი ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობისათვის; აგრეთვე 5 მაისს პუტინის მიერ ხელმოწერილი კანონი მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში, კინოში, სცენაზე და საჯარო გამოსვლებისას სალანძღავი ლექსიკის გამოყენების აკრძალვის შესახებ. ამიერიდან გინებისათვის რუსეთში დიდ ჯარიმას დააკისრებენ, განმეორებით შემთხვევებში კი - ლიცენზიას შეუჩერებენ ან, სულაც, საქმიანობას აუკრძალავენ!

განა საქართველოს ასეთი კანონი არ სჭირდება?! მაშინ ხომ აღარ გამოიცემოდა დიდი ტირაჟებით იმ ავადმყოფი გარყვნილების ბინძური ბროშურები, რომლებსაც ლიტერატურულ პრემიებს ანიჭებენ უწყვეტი, წარმოუდგენელი გინებისათვის?! მაგრამ დღევანდელი სულპედერასტული პარლამენტი ამ კანონებს არ დაამტკიცებს. ამიტომ ის უკვე კარგა ხანია გადასარჩევია, პრეზიდენტთან ერთად.

- 2012 წლის 12 აგვისტოს, თქვენს პუბლიკაციაში, გვაფრთხილებდით, რომ საქართველოში 2004 წელს გახსნილ რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრალურ საცნობარო ლაბორატორიაში, აგრეთვე აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრსა და უოლტერ რიდის სახელობის არმიის კვლევით ინსტიტუტში (აშშ), რომლებიც საქართველოში 2012 წლის 12 აგვისტოს გახსნა ამერიკელმა სენატორმა-რესპუბლიკელმა რიჩარდ ლუგარმა, ბირთვული, ქიმიური და ბიოლოგიური თავდაცვის საკითხებში აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს მდივნის თანაშემწე ენდრიუ ვებერთან და საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან ერთად, ინახება სახიფათო გამოუკვლეველი ვირუსების შტამები, რომელთა გამოყენება შესაძლებელია როგორც ბიოლოგიური იარაღის შესაქმნელად, ისე სააკაშვილის ოპონენტების წინააღმდეგ. ხოლო ლაბორატორიაში დივერსიის, ტერაქტის ან გაუფრთხილებლობით “ჩპ”-ს შემთხვევაში ეპიდემიის მსხვერპლი შესაძლოა არა მხოლოდ საქართველო გახდეს... და აი, გასულ კვირას ამერიკელი მეცნიერი-მედიკოსების მიერ საქართველოში იდენტიფიცირებული იქნა ყვავილის ახალი ვირუსი, რომელსაც სახელწოდებაც კი არა აქვს...

- საიდან გაჩნდებოდა საქართველოში მსოფლიოსთვის უცნობი ვირუსი, რომლისთვისაც აშშ-დან სპეციალისტების გამოძახება გახდა საჭირო?! სად არის გარანტია, რომ ლაბორატორიიდან გაჟონვა არ მოხდა? ანდა რომ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს ამ ვირუსებს პატიმრებზე (გაიხსენეთ მრავალრიცხოვანი ეპიდემიები ციხეებში!) და შინაურ ცხოველებზე  არ ცდიდნენ? რამდენ ხანს გრძელდება საინკუბაციო პერიოდი და უკვე რამდენი დასნებოვნდა კონტაქტების და საკვების გზით იმ სამი მწყემსის გარდა? რუსეთის და ირანის გამუდმებული ეჭვების გარდა, რომ საქართველოში მათ წინააღმდეგ მიმართული ბიოლოგიური იარაღი მზადდება, ამ ლაბორატორიებს ჩვენთვის არანაირი სარგებლობა არ მოუტანია, ამიტომ პრემიერმა ღარიბაშვილმა, სანამ გვიან არ არის, აშშ-ს მათი დახურვის საკითხი უნდა დაუსვას!

- და ბოლო შეკითხვა - ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ოფისში აღმოჩენილ ვიდეოთვალთვალთან დაკავშირებით აგორებული სკანდალის შესახებ.

- ისევ ბლეფი! ეს ვიდეოჩანაწერები თავად “ნაციონალების” მიერ არის დამზადებული, რათა საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ “გამარჯვებული ხალხის“ ტელევიზიისგან დასავლეთის თვალში ხელისუფლების მიერ დევნილი მედიის ხატი შექმნან. იგივე გაკეთდა 2003 წელს, “ვარდების რევოლუციის” წინ, როდესაც “რუსთავი 2”-ის ოფისში უშიშროების ორგანოები შეიჭრნენ - ვითომ, შემოწმების მიზნით.  გახსოვთ, მაშინ ტელეკომპანიის - “საქართველოში თავისუფლების მთავარი რუპორის” - დასაცავად 10 წუთში როგორ შეიკრიბა “აღშფოთებული თბილისელების” ჯგუფები - ზურაბ ჟვანიას აქტივისტები, რომელმაც მოიფიქრა კიდეც მთელი ეს პიარ-სვლა?!

ღარიბაშვილი მართალია - კამპანია “ეს შენ გეხება. ჩვენ ისევ გვისმენენ!”, ვითომდა - უკანონო თვალთვალის წინააღმდეგ, ძირგამომთხრელი და ანტისახელმწიფოებრივია, მას დიდი ფულის სანაცვლოდ ატარებენ დასავლეთის დაქირავებულები, რათა ჯერ დღევანდელი პრემიერის დისკრედიტაცია მოახდინონ, მერე კი ჩამოაგდონ და ხელისუფლება საქართველოში დაბრუნებულ სააკაშვილს გადასცენ, რომელიც თუ არ დააწინაურებს, თანამდებობების გარეშე მაინც არ დატოვებს ალასანიას, უსუფაშვილს, ფანჯიკიძეს, მარგველაშვილს, ზაქარეიშვილს, პეტრიაშვილს და სხვა კოლაბორაციონისტებს, რომლებსაც უახლოეს დღეებში დავასახელებ.

პირადად მე მხოლოდ მოხარული ვიქნები, თუკი შევიტყობ, რომ ისმინება ყველა ჩემი საუბარი, რომლებშიც, სხვათაშორის, ბევრად ნაკლები კრიტიკაა, ვიდრე ჩემს პუბლიკაციებში. თუ დასამალი არაფერი გაქვს, თუ პატრიოტი ხარ, და არა სამშობლოს მოღალატე სულპედერასტი, მაშინ რისი გეშინია?!