უცხოეთი
“ნიუ იორკ თაიმსმა” ობამა, ქერი და კიევი საზიზღარ სიცრუეში დაადანაშაულა - სამხრეთ-აღმოსავლეთში ფედერალიზაციის მომხრეთა ქმედებებში რუსეთის მონაწილეობის კვალი არსად აღმოჩნდა

1new-yorkსაქართველო, 5 მაისი, საქინფორმი. აშშ-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გაზეთის New York Times-ის ჟურნალისტებმა ამხილეს თავისი პრეზიდენტი ობამა და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელი ჯონ ქერი და გამოააშკარავეს კიევის ხელისუფლების აშკარა ტყუილი - მათ მთელი კვირა დაჰყვეს სამხრეთ-აღმოსავლეთში და ფედერალიზაციის მომხრეთა ქმედებებში რუსეთის მონაწილეობის კვალიც კი ვერ აღმოაჩინეს. ვერც კოორდინატორები, ვერც ინსტრუქტორები, ვერც მატერიალური და ტექნიკური დახმარება, რომელსაც, ქერის, ობამასა და ყველა ჯურის ტურჩინოვ-ავაკოვების თქმით, თითქოსდა რუსეთი ახორციელებდა.

სტატია-გამოძიებაში ჟურნალისტებმა აღიარეს - დიახ, „დასავლეთის ოფიციალური წარმომადგენლები და უკრაინის ხელისუფლება ირწმუნებიან, რომ ბოევიკებს ხელმძღვანელობს, აღჭურავს და ორგანიზებას უწევს რუსეთი“. თუმცა, გაბედეს და განაცხადეს - იქ რუსები არ არიან, არც დახმარებაა. „მე-12 რაზმში მომსახურე ამბოხებულები უკრაინელები აღმოჩნდნენ, რომლებსაც მჭიდრო კავშირი აქვთ რუსეთთან, მათ შორის, ნათესაურიც, როგორც ბევრს აღმოსავლეთ უკრაინაში. ბევრი მათგანი საბჭოთა, უკრაინული ან რუსული არმიის ვეტერანები არიან“, - წერია სტატიაში. ამასთან, ამერიკელმა ჟურნალისტებმა ყუარდღება გაამახვილეს, რომ მეამბოხეებს მნიშვნელოვანი საბრძოლო გამოცდილება აქვთ და შეუძლიათ დაუპირისპირდნენ რეგულარულ არმიას ყოველგვარი „რუსეთის დახმარების“ გარეშე.