უცხოეთი
პოლ კრეიგ რობერტსი: „დასავლეთი უკრაინა სავსეა გამყიდველებით, რომლებიც მზად არიან უღალატონ თავის ქვეყანას! ვაშინგტონი შეგნებულად ახდენს უკრაინის დესტაბილიზაციას და მის მაგივრად წყვეტს, ვინ არის ღირსი, მართოს იგი!”

1kreigსაქართველო, 5 მაისი, საქინფორმი. ამის შესახებ თავის სტატიაში ცნობილი ამერიკელი პუბლიცისტი, ეკონომისტი პოლ კრეიგ რობერტს წერს, რომელსაც ბევრი „რეიგანომიკის მამას“ უწოდებს - რეიგანის ადმინისტრაციაში იგი აშშ-ის ფინანსთა მინისტრის მოადგილედ მუშაობდა ეკონომიკური პოლიტიკის განხრით. ახლა რობერტსი პოლიტიკური ეკონომიკის ინსტიტუტში მუშაობს. ვაშინგტონის პოლიტიკაზე საუბრისას რობერტსი მიუთითებს, რომ თეთრ სახლს მიაჩნია, რომ მხოლოდ მას შეუძლია განსაზღვროს, მსოფლიოს რომელი მთავრობა ჩაითვლება „დემოკრატიულად“. მკაფიო მაგალითად იგი აშშ-ის პოლიტიკას ასახელებს უკრაინასთან მიმართებაში. მისი თქმით, ვაშინგტონი ახლა ფოკუსირებულია უკრაინის დესტაბილიზაციაზე.

„უკრაინას დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლება ჰყავს, - წერს რობერტსი, - მაგრამ ვაშინგტონს ის არ მოსწონს, რადგან ვაშინგტონის დანიშნული არ არის. უკრაინა, მისი დასავლეთი ნაწილი სავსეა ვაშინგტონის მიერ დასპონსორებული არასამთავრობოებით, რომელთა მიზანია უკრაინა ევროკავშირის ბრჭყალებში მოაქციონ, რის მეშვეობითაც აშშ და ევროპული ბანკები ქვეყნის გაძარცვას შეძლებენ, როგორც გაძარცვეს, მაგალითად, ლატვია. ამგვარად დაგეგმილია რუსეთის დასუსტება რუსეის ტრადიციული ნაწილის მისაკუთრებით და მისი აშშ-ნატოს სამხედრო ბაზებად გადაქცევა რუსეთის წინააღმდეგ“.

დასავლეთ უკრაინელების პოზიციას რობერტსი მარტივად ხსნის: „ყველა ქვეყანაში არსებობენ ადამიანები, ვინც მზადაა ქვეყანა ფულში გაცვალონ და დასავლეთი უკრაინა სავსეა ასეთი მოღალატეებით. როგორც ათწლეულების განმავლობაში ვხედავდით, - წერს რობერტსი, - არაბები და მუსლიმანები თავის ხალხს დასავლურ ფულზე ყიდიან. ასე ცდილობენ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებსაც ვაშინგტონი აფინანსებს, უკრაინა ვაშინგტონის თათებში მოაქციონ, რის მეშვეობითაც უკრაინელები ამერიკის მსახურებად იქცევიან, ხოლო რუსეთის ეს განუყოფელი ნაწილი შესაძლოა ამერიკელ სამხედროთა პლაცდარმად იქცეს“.