უცხოეთი
დენიელ უელში: „კონფლიქტი უკრაინაში გაეროს, საერთაშორისო სავალუტო ფონდის, ევროკავშირის, ნატოსა და სხვა დასავლური ორგანიზაციების სამგლოვიარო მარშად იქცევა, რომლებიც უნისონში ცდილობენ დაამტკიცონ, რომ 2+2=5“

1denielსაქართველო, 5 მაისი, საქინფორმი. პოპულარულმა ამერიკელმა პოლიტიკურმა ანალიტიკოსმა და სამხედრო აქტივისტმა დენიელ პატრიკ უელშმა გამოაქვეყნა სტატია არაკომერციულ ინტერნეტპორტალზე consortiumnews.com, სადაც ისაუბრა აშშ-ის გავლენაზე უკრაინაში, ასევე, იწინასწარმეტყველა ბევრი საერთაშორისო ორგანიზაციის სწრაფი დაშლა უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით.

უკრაინელ ძალოვანთა ე.წ. ანტიტერორისტულ ოპერაციას იგი ვაშინგტონის რეჟისორობით მოწყობილ სამხედრო დანაშაულს უწოდებს.

„ეჭვგარეშეა, რომ ეს სამხედრო დანაშაულია. არალეგიტიმური ხუნტა უბრალოდ იმას აკეთებს, რაც მას უბრძანეს პატრონებმა საერთაშორისო სავალუტო ფონდიდან, რომელიც, როგორც ცნობილია, დასავლური კაპიტალის სადარაჯოზე დგას. ვაშინგტონიდან, სადაც საერთაშორისო სავალუტო ფონდის შტაბინა მდებარეობს, მკაფიოდ აგრძნობინეს, რომ უკრაინასთან მიღწეული შეთანხმებები, რომლებიც უკვე სასიკვდილო განაჩენია ბევრი ხელფასზე მცხოვრები უკრაინელისთვის, შესაძლებელია გადაიხედოს, თუ კიევი კონტროლს არ დაიბრუნებს მათი ხელისუფლების წინააღმდეგ ამბოხებულ და რესურსებით მდიდარ ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილზე“, - წერს უელში.

მისი თქმით, სამხედრო ოპერაცია უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთში, სადაც ხუნტა ნეონაცისტების არმიის ნარჩენებსა და დამკვრელ ბატალიონებს იყენებს, მსოფლიო ისტორიაში შევა, როგორც ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო და აღმაშფოთებელი სამხედრო კამპანია.

უელში დარწმუნებულია, რომ ახლა აშშ-ისა და მისი მოკავშირეების აგრესია ავღანეთიდან ზაპოროჟიემდე გავრცელდა. ამასთან, ის ბრალს სდებს საერთაშორისო ორგანიზაციებს ამერიკის ინტერესების აშკარა ხელშეწყობაში.

„კონფლიქტი უკრაინაში გაეროს, საერთაშორისო სავალუტო ფონდის, ევროკავშირის, ნატოსა და სხვა დასავლური ორგანიზაციების სამგლოვიარო მარშად იქცევა, რომლებიც უნისონში ცდილობენ მილიარდობით ადამიანის დარწმუნებას, რომ 2+2=5. ისინი თავად ქმნიან პრობლემებს და ამასთან, წარმოდგენა არ აქვთ, როგორ გადაჭრან ისინი“, - წერს იგი.