უცხოეთი
„რუსეთისა და რუსი მოქალაქეების ინტერესების შელახვის შემთხვევაში, როგორც ეს სამხრეთ ოსეთში მოხდა, საერთაშორისო სამართლის შესაბამის რეაგირებას მოვახდენთ. რუსეთის მოქალაქეების წინააღმდეგ მიმართული აგრესია რუსეთის წინააღმდეგ მიმართული აგრესიაა“

Sofiko-ucx-3საქართველო, 24 აპრილი, საქინფორმი.
RT: თქვენ მოუწოდეთ ჯონ კერის, ზეწოლა მოეხდინა კიევის ხელისუფლებაზე. გამოდის, აღიარებთ, რომ აშშ გადამწყვეტ როლს ასრულებს უკრაინაში?
სერგეი ლავროვი: ვფიქრობ, ასეცაა. არა მთლიანად ქვეყანაზე, არამედ იმ რეჟიმზე, რომელიც კიევში ხელისუფლების სათავეში მოვიდა, აშშ-ს უდიდესი გავლენა აქვს. აშშ ბევრად უფრო სწორხაზოვნად იქცევა, სინდისი არ ქენჯნის ევროპელებთან შედარებით, რომლებიც უფრო დელიკატურად მოქცევას ცდილობენ. ბევრ ინფორმაციას ვიღებთ ცსს-ს თანაშრომელთა როლის შესახებ უკრაინაში განვითარებულ სიტუაციაში, ქვეყნის ტერიტორიაზე მათი ყოფნის შესახებ. მათი ნაწილი უკრაინის უშიშროების სამსახურის შენობაში განთავსდა, სადაც მთელი სართული უკავიათ. ამასთან, კვლავ გაჩნდა ინფორმაცია ამერიკის საელჩოს როლზე მაიდანზე მომხდარ მოვლენებში: ისინი პირდაპირ ურთიერთქმედებდნენ შეიარაღებულ აქტივისტებთან, რომლებიც უკანონო ქმედებებს, შენობების შტურმსა და ა. შ. გეგმავდნენ.

RT: რაში მდგომარეობს უარესი სცენარი?

სერგეი ლავროვი: თუკი თავს დაგვესხმიან, ბუნებრივია, თავს დავიცავთ. რუსეთისა და რუსეთის მოქალაქეების ინტერესების შელახვის შემთხვევაში, მაგალითად, როგორც ეს სამხრეთ ოსეთში მოხდა, სხვა გზა არ დაგვრჩება, გარდა იმისა, რომ საერთაშორისო სამართლის სრულ შესაბამისობაში მოვახდინოთ რეაგირება. რუსეთის მოქალაქეების წინააღმდეგ მიმართული აგრესია თავად რუსეთის წინააღმდეგ მიმართული აგრესიაა.

რუსეთის ჯარები ახლა რუსეთის ტერიტორიაზე იმყოფებიან. რუსეთმა დააკმაყოფილა მოთხოვნა 2011 წლის ე. წ. ვენის დოკუმენტისა და ღია ცის შესახებ შეთანხმების ფარგლებში ინსპექციის ჩატარების თაობაზე. ინსპექტორებმა დაათვალიერეს რაიონები, სადაც წვრთნებში მონაწილე ჯარებია განთავსებული და ამ რაიონების თავზე სამეთვალყურეო ფრენები ჩაატარეს. ვერც ამერიკელებმა, ვერც უკრაინელებმა და ვერც ევროპელებმა ვერც ერთი მტკიცებულება ვერ აღმოაჩინეს იმისა, რომ რუსეთის ქმედებები რაიმე საფრთხის შემცველია.

ჩვენ ჩვენს ტერიტორიაზე ვიმყოფებით და ისეთს არაფერს ვაკეთებთ, რაც საერთაშორისო ვალდებულებებით არის აკრძალული. უკრაინის ჯარებიც თავის ტერიტორიაზე იმყოფებიან, თუმცა განსხვავება იმაშია, რომ მათ მიიღეს ტურჩინოვის ბრძანება, იარაღი მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ გამოიყენონ, ეს კი დანაშაულებრივი ბრძანებაა.

Sofiko-ucx-1-1