უცხოეთი
ამერიკელი სამხედრო ანალიტიკოსი რალფ პიტერსი: „რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დღეს ყველაზე ძლიერი, ეფექტიანი და თვალსაჩინო პოლიტიკოსია საერთაშორისო არენაზე“

piters-ucx-3საქართველო, 23 აპრილი, საქინფორმი. რუსეთის პრეზიდენტი, თავისი ამერიკელი კოლეგისგან განსხვავებით, შორსმჭვრეტელია, განაცხადა ამერიკელმა სამხედრო ანალიტიკოსმა რალფ პიტერსმა Fox News-ის ეთერში. პიტერსის აზრით, ჟენევის ამასწინანდელი შეთანხმება პუტინისთვის გამარჯვება იყო, აშშ-ის პრეზიდენტისათვის კი - მარცხი.

პიტერსის აზრით, ობამას რუსეთის პრეზიდენტის ზოგიერთი თვისება აკლია - ხანგრძლივვადიან პერსპექტივაში ფიქრის უნარი და შორსმჭვრეტელობა.

„ხანგრძლივვადიანი პერსპექტივის წინასწარ ჭვრეტა პუტინს უზარმაზარ ძალას აძლევს“, - ამბობს ანალიტიკოსი.