უცხოეთი
ჟენევა, რფ-ის, აშშ-ის, ევროკავშირისა და უკრაინის მოლაპარაკებები: განიარაღდეს უკანონო ფორმირებები და გათავისუფლდეს უკანონოდ დაკავებული შენობები, კიევის ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს ნაციონალური დიალოგი

zarubeJom-1საქართველო, 18 აპრილი, საქინფორმი. რუსეთსა და დასავლეთს გუშინ პირველი მცდელობა ჰქონდათ, კიევთან ერთად უკრაინის კრიზისის გადაჭრის გზები მოეძებნათ. 7-საათიანი მოლაპარაკების მიმდინარეობისას ჟენევაში 3+1-ის ფორმატში რფ-ის,აშშ-ის, ევროკავშირისა და უკრაინის დიპლომატიის ხელმძღვანელთა მონაწილეობით, მიღებული იქნა შეთანხმება ძალადობის დესკალაციის თაობაზე. მისი საკვანძო დებულებაა, რომ კონფლიქტის ორივე მხარის უკანონო ფორმირებები უნდა განიარაღდნენ და გათავისუფლდეს უკანონოდ დაკავებული შენობები, ხოლო კიევის ხელისუფლებამ „დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს ფართო ნაციონალური დიალოგი“. ამასთან, რფ-ის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ უკრაინის ბლოკისმიღმა სტატუსის შეცვლა კრიზისის დარეგულირების ძალისხმევას ჩაშლის.

მოლაპარაკების მაგიდასთან ისხდნენ რფ-ის საგარეო საქმეთა  მინისტრი სერგეი ლავროვი, აშშ-ის სახელწიფო მდივანი ჯონ კერი, ევროპული დიპლომატიის ხელმძღვანელი კეტრინ ეშტონი და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი დეშიცა.

„ჩვენ მოვუწოდეთ ყველა მხარეს, თავის შეიკავონ ძალადობისგან, დაშინებისა და პროვოკაციული ქედებებისგან. გადაჭრით უარვყავით ექსტრემიზმისა და რასიზმის ნებისმიერი გამოვლინება. ყველა უკანონო შეიარაღებული ფორმირება უნდა განიარაღდეს, ხოლო უკანონოდ დაკავებული შენობები დაუბრნდეს ლეგიტიურ მფლობელებს, ყველა მოედანი და სხვა ტერიტორიები უნდა გათავისუფლდეს“, - გადმოსცა შეთანხმების დოკუმენტის შინაარსი სერგეი ლავროვმა.

ამასთან, მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ჩამოთვლილი ზომები ეხება უკრაინის უკლებლივ ყველა რეგიონსა და პრობლემურ საკითხს“. ანუ განიარაღებისკენ მოწოდება ეხება არა მარტო, მაგალითად, „მემარჯვენე სექტორს“, არამედ სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინაში არსებულ ფორმირებებსაც.

გარდა ამისა, განცხადებაში ლაპარაკია ყველა მომიტინგის ამნისტიაზე, გარდა მძიმე დანაშაულის ჩამდენებისა.

გაცხადებული ზომების რეალიზაციას თვალყურს მიადევნებს ეუთოს სპეციალური სამონიტორინგო მისია, რომელიც უკვე მუშაობს უკრაინის ტერიტორიაზე.