რედაქტორისგან
საქინფორმი: ბაიბურთის ტელეკომპანია “TV 3”, რომელიც პანფილოვის დახურული ტელეკომპანია “პიკის” ნაცვლად შეიქმნა, იმავე პროვოკაციულ დივერსიულ ამოცანებს ასრულებს ბოკერიას ხელმძღვანელობით

1Baiburti-pol-1საქართველო, 16 აპრილი, საქინფორმი. 2013 წლის 16 ივლისს საქინფორმის მთავარი რედაქტორი არნო ხიდირბეგიშვილი აფრთხილებდა: “თუ აშშ რეალურად იგრძნობს საქართველოში გავლენის დაკარგვის საფრთხეს, ის აქ “არაბული გაზაფხულის“ პროვოცირებას მოაწყობს - სამოქალაქო დაპირისპირებას, რომელიც ეროვნულ, რელიგიურ თუ სექსუალურ უმცირესობებთან უმრავლესობის შეტაკების ნიადაგზე იფეთქებს!". დღეს ეს მომენტი დადგა - უკრაინის მოვლენების შემდეგ აშშ-ს შეეშინდა, რომ შესაძლოა საქართველო დაკარგოს - თავისი ერთადერთი პლაცდარმი კავკასიაში. ცსს-მ იცის, რომ მრავალეროვან ქართველ ხალხს შორის დღითი დღე იზრდება და მტკიცდება ანტიამერიკანიზმი, რომ საქართველოს ახალი ხელისუფლების პირობებში ჩრდილოეთ კავკასიაში რუსეთის წინააღმდეგ დივერსიების განხორციელება შეუძლებელია.

“ომი არ დამთავრებულა, უბრალოდ, ახლა ის იდეოლოგიურ ფრონტზე გრძელდება” - განაცხადა 2008 წელს უშიშროების საბჭოს მდივანმა გიგა ბოკერიამ. “ნაცმოძრაობის” მთავარი იდეოლოგი, რომელმაც ვაშინგტონიდან ინსტრუქციები და დოლარები მიიღო, დღეს საბოტაჟით არ კმაყოფილდება, არამედ აფართოებს თავის ძირგამომთხრელ საქმიანობას საქართველოში “არაბული გაზაფხულის” უკრაინული ვერსიის - ევრომაიდნის პროვოცირების მიზნით.

ამისათვის ბოკერიას განკარგულებაში იმყოფება უმძლავრესი ინსტრუმენტი, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას არა აქვს - ქართული ტელევიზია, რომლის ყველაზე მსხვილი არხების კურატორიც არის დღემდე.

მაგრამ საქართველოში ეროვნულ უმცირესობებთან ეროვნებათაშორის ნიადაგზე დაპირისპირების პროვოცირებისთვის, ეროვნებათაშორისი შუღლის, ნაციონალიზმის და რუსოფობიის გასაღვივებლად აუცილებელია რუსულენოვანი ტელეარხი, ხოლო პანფილოვის “პიკი”, რომელიც ამ ამოცანებს ასრულებდა, საქართველოს ახალმა ხელისუფლებამ დახურა (სხვათაშორის, სრულიად კანონიერად). ამიტომ ტელეკომპანია “პიკის” ნაცვლად სასწრაფოდ შეიქმნა ტელეკომპანია “ТV 3” (სახელშეცვლილი ტელეკომპანია “რეალ ტვ”, რომლის კურატორები და არაოფიციალური მფლობელები იყვნენ საქართველოს შს მინისტრი მერაბიშვილი და უშიშროების საბჭოს მდივანი ბოკერია. დამფუძნებლები: ლალი ესაძე, ლაშა ჩხენკელი, დავით მჟავია და საქართველოს ყოფილი ფინანსთა მინისტრი, “საქართველოს ფოსტის” სამეურვეო საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ყოფილი პრეზიდენტი კახა ბაინდურაშვილი, რომელიც 2014 წლის 18 იანვრამდე ტელეკომპანიის გენერალური დირექტორიც იყო). მაგრამ, ახალ გარემოებებთან და ამოცანებთან დაკავშირებით, ტვ “პიკის” მიერ შექმნილი ძველი ტელეგადაცემების (მათ შორის - პანფილოვის საავტორო) ტრანსლირება საკმარისი არ არის, საჭირო გახდა “პანფილოვი 2”, ანუ რუსულენოვან ტელეარხს სათავეში უნდა ჩადგომოდა ეროვნული უმცირესობის რუსულენოვანი წარმომადგენელი, “ნაცმოძრაობის” საიმედო წევრი და რუსოფობი, რომელიც ეროვნული უმცირესობების “სამზარეულოს” იცნობს, ამიტომ ტელეკომპანია “ТV 3”-ს სათავეში ჩაუდგა გრიშა ბაიბურთი - შვილი ვანისა, რომელიც იყო სომხების საკითხში შევარდნაძის და სააკაშვილის მრჩეველი, პარლამენტის მუდმივი წევრი და გაზეთ “ვრასტანის” მთავარი რედაქტორი, პრეზიდენტ სააკაშვილის დროს სხვადასხვა მაღალ სახელმწიფო თანამდებობაზე მუშაობდა, მათ შორის - ფინანსთა მინისტრის მოადგილედ (დაწვრილებით წაიკითხეთ საქინფორმის 2014 წლის 20 იანვრის სარედაქციო წერილში).

ხოლო გუშინ, 2014 წლის 15 აპრილს, სოფელ აძვის რაიონში დააკავეს “ТV 3”-ის გადამღები ჯგუფი (ტელეჟურნალისტი ბელა ზაქაიძე, ოპერატორი ვახტანგ ლეკიაშვილი და პირდაპირი ჩართვის ჯგუფის წევრი მიხეილ მიხოევი), რომელიც შემდეგ, გარემოებების გასარკვევად, ცხინვალში იქნა გადაყვანილი კომპეტენტურ ორგანოებთან გასაუბრებისთვის, რასთან დაკავშირებითაც უნდა აღინიშნოს შემდეგი:

1. უდავოა, რომ ჟურნალისტები და ჟურნალისტური საქმიანობა ხელშეუხებელია, და მასმედიის ტერორი, რომელიც 9 წელიწადს მეფობდა საქართველოში სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს (როდესაც ღამით ასობით ჟურნალისტს და რედაქციას თავიანთი ოფისებიდან ქუჩაში ყრიდნენ), იმედი გვაქვს, არ განმეორდება. თუმცა ჟურნალისტებიც და პრეზიდენტიც ვალდებული არიან კანონმორჩილი მოქალაქეები იყონ, არ წამოეგონ და, მითუმეტეს, არ განახორციელონ პროვოკაციები. ჰქონდა თუ არა “ТV 3”-ის გადამღებ ჯგუფს შესაბამისი ნებართვა შსს-დან, რომ დემარკაციულ ხაზს იქით ღრმად შესულიყო, რათა ეკლესია და სასაფლაო გადაეღო?

2, “ТV 3”-ის თანამშრომლებს დღეს გაათავისუფლებენ და ჯარიმის გადახდის შემდეგ ისინი თბილისში საღ-სალამათები დაბრუნდებიან, მაგრამ განა პასუხისგებაში არ უნდა იქნენ მიცემული მათი უფროსები, რომლებმაც ასეთი პროვოკაციული დავალება მისცეს?

3. დღეს ამ ინციდენტის გარშემო გიგა ბოკერიას მიერ კონტროლირებადი ტელე, ელექტრონული და ბეჭდური მედიასაშუალებების, “ნაცმოძრაობის” ლიდერების და სატელიტი პარტიების, აგრეთვე საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მიერ კონტროლირებადი სტრუქტურების და თანამოაზრეების (უშიშროების საბჭოს მდივანი იმერლიშვილი, ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პეტრიაშვილი, პარლამენტარი-რესპუბლიკელები და სხვა) მიერ ატეხილი ხმაურის მიხედვით შეგვიძლია დარწმუნებით განვაცხადოთ, რომ ეს პროვოკაცია განხორციელდა რფ-ის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინის და რფ-სთან ურთიერთობის დარეგულირების საკითხებში სპეცწარმომადგენელ ზურაბ აბაშიძის ისედაც ორჯერ გადადებული და დღეს, 2014 წლის 16 აპრილს პრაღაში დანიშნული შეხვედრის ჩაშლის მიზნით.

P.S. შეხვედრის ჩაშლა არ მოხერხდა, სამაგიეროდ ნეგატიური ფონის შექმნა - სავსებით: არანაირი წინსვლა მასზე არ მოხდება, იმიტომ რომ, როგორც თავად აბაშიძემ განაცხადა, ის გუშინდელი ინციდენტის “გარჩევით” დაიწყება...