უცხოეთი
უკრაინის თავდაცვისა და უშიშროების ნაციონალურმა საბჭომ ანტიტერორისტულ ოპერაციებში არმიის მონაწილეობის ნებართვა გასცა

1-SNBO-zar-2საქართველო, 15 აპრილი, საქინფორმი. ხელისუფლება ათანხებს ყველა საკითხს, რომელიც ანტიტერორისტული ოპერაციების ფარგლებში შეიარაღებული ძალების გადაადგილებას ეხება. ამის შესახებ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ნაციონალური უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ვიქტორია სიუმარი იტყობინება.

„საბჭოს გადაწყვეტილებას ანტიტერორისტულ ოპერაციებში არმიის ამოქმედების შესახებ ხელი რამდენიმე საათის წინ მოეწერა. ახლახან დასრულდა თათბირი ტურჩინოვთან შეიარაღებული ძალების გადაადგილებისა და ოპერაციასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე. აუცილებელია ეს დეტალები კარგად დამუშავდეს, რათა მივიღოთ შედეგი და არა ადამიანური მსხვერპლი“, - წერს სიუმარი.