უცხოეთი
ცსს-ს დირექტორი ჯონ ბრენანი კიევში სხვისი სახელით და გვარით ჩამოვიდა და უკრაინის ე.წ. ხელისუფლებას ინსტრუქციები მისცა. მისი მითითებით ე. წ. შს მინისტრმა ავაკოვმა სლავიანსკში სისხლიანი სადამსჯელო ოპერაცია ჩაატარა

1brenan-zar-1საქართველო, 14 აპრილი, საქინფორმი. ცსს-ს დირექტორი ჯონ ბრენანი კიევს ესტუმრა და უკრაინის ძალოვანი ბლოკის ხელმძღვანელებთან შეხვედრების სერია გამართა. როგორც “ინტერფაქსი” იუწყება, იგი უკრაინის დედაქალაქში სხვის სახელს ამოფარებული ჩავიდა.

ამერიკელმა კურატორმა შეხვედრები გამართა ქვეყნის ხელმძღვანელობასთან და ცალკეული კონსულტაციები ჩაუტარა ძალოვანი ბლოკის ხელძღვანელებს. ჯერჯერობით დაუდასტურებელი მონაცემებით, უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთში, კერძოდ, სლავიანსკში ძალისმიერი აქციის ჩატარების გადაწყვეტილება სწორედ მისი წინადადებით იქნა მიღებული.

მკითხველს შევახსენებთ, რომ სლავიანსკსში ძალოვანებს წინააღმდეგობა გაუწიეს. მწვავე სიტუაციია გორლოვკის, კრასნი ლიანის, კრამატორსკის, არტემოვსკის, კრასნოარმეისკის, დრუჟოვკის დასახლებულ პუნქტებში. ხარკოვში, დონეცკსა და ლუგანსკშიც სიტუაცია უწინდებურად ძალზე დაძაბული რჩება.

დღეს უკრაინის სახრეთ-აღმოსავლეთ ქალაქებში „პრორუსული“ და „პროდასავლური“ მიტინგები იმართება.