უცხოეთი
პუტინმა რუსეთიდან გააძევა USAID, რომლის აქტივობა რუსეთის რეგიონებში, განსაკუთრებით ჩრდილო კავკასიაში სერიოზულ კითხვებს ბადებდა

1usaid-ucx-1საქართველო, 7 აპრილი, საქინფორმი. რფ-ის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ეთანხება აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (AP, USAID) საქმიანობის შეფასებას, რომელიც უწინ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააჟღერა. “პრეზიდენტს ანალოგიური პოზიცია აქვს“, - იტყობინება გამოცემა პრეზიდენტის პრესმდივან დიმიტრი პესკოვის განცხადებაზე დაყრდნობით.

როგორც იუწყებოდნენ, ოთხშაბათს გავრცელებულ კომენტარში რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა ალექსანდრ ლუკაშევიჩმა განაცხადა, რომ AMP ცდილობდა, ზეგავლენა მოეხდინა პოლიტიკურ პროცესებზე რუსეთში. „საუბარია გრანტების განაწილების მეშვეობით პოლიტიკურ პროცესებზე გავლენის მოხდენის მცდელობებზე, სხვადასხვა დონის არჩევნებისა და სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტების ჩათვლით“, - განაცხადა მან. ლუკაშევიჩმა აღნიშნა, რომ სერიოზულ კითხვებს წარმოშობდა AMP-ს აქტივობა რუსეთის რეგიონებში, განსაკუთრებით ჩრდილო კავკასიაში. აშშ-ის AMP-ს განყოფილება რუსეთში საქმიანობას წყვეტს 1 ოქტომბერს, რადგან, რუსული მედიის ცნობით, მისი წარმომადგენლების მუშაობა რფ-ში სცილდებოდა ორმხრივი ჰუმანიტარული თანაშრომლობის განვითარების ხელშეწყობის ფარგლებს.

აშშ-ის AMP ამერიკის ფედერალური მთავრობის დამოუკიდებელი სააგენტოა, რომელიც სხვა ქვეყნებისთვის არასამხედრო დახმარებითაა დაკავებული. სააგენტო დემოკრატიის განმტკიცებისა და ადამიანის უფლებების დაცვის თემებზე, ასევე ჯანდაცვის, განათლების, გარემოსა და ეკონომიკურ საკითხებზე მუშაობს. რუსეთში სააგენტომ მოღვაწეობა დაიწყო 1992 წელს. AMP შედის მოსკოვის ჰელსინკის ჯგუფისა და ასოციაცია „გოლოსის“ დონორთა რიცხვში.

ამავდროულად აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საშუალებებს ეძებს, დააფინანსოს რუსული არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელთა საქმიანობა შესაძლოა პარალიზებული იქნეს AMP-ის დახურვის გამო. „აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელ სერგეი ლავროვს გაუგზავნა წერილი, სადაც რუსეთის ხელისუფლებას სთხოვა, USAID-ის წარმომადგენლობის მუშაობის ვადა 2013 წლის მაისამდე გაარძელოს“, - იტყობინება გამოცემა, საკუთარ ინფორმაციაზე დაყრდნობით.

რფ-ის მთავრობაში გაზეთს დაუდასტურეს ინფორმაცია წერილის მიღების თაობაზე, თუმცა მისი შინაარსის გამჟღავნებაზე უარი განაცხადეს. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენლის, ვიქტორია ნულანდის თქმით, სააგენტო არ გააფორმებს ახალ კონტრაქტებს მომდევნო საფინანსო წელიწადს, თუმცა ვაშინგტონში მიაჩნიათ, რომ „დახმარების პროგრამები ნელ-ნელა უნდა შეწყდეს“.