უცხოეთი
უკრაინის ვალი რუსეთის წინაშე იმპორტირებული გაზისთვის 8 აპრილს 3 მლრდ დოლარს შეადგენს

Dolg-ucx-2საქართველო, 4 აპრილი, საქინფორმი. უკრაინის ვალი რუსეთის წინაშე იმპორტირებული გაზისთვის 2014 წლის 8 აპრილის მდგომარეობით 2 მლრდ დოლას შეადგენს. ამის შესახებ პრესკონფერენციაზე უკრაინის ენერგეტიკისა და ქვანახშირის წარმოების მინისტრმა იური პროდანმა განაცხადა.

„დღეის მდგომარეობით თებერვლის დავალიანება 261 მლნ დოლარს შეადგენს. თუ გავითვალიწინებთ, რომ მარტში უკრაინას 550 მლნ დოლარი დაერიცხა, მაშინ საერთო ვალი 8 აპრილისათვის 2 მლრდ დოლარი იქნება“, - განაცხადა პროდანმა. ამავე დროს, მისი თქმით, უკრაინა მზად არის რუსეთისგან 2 მლრდ დოლარის კრედიტი აიღოს გაზის დავალიანების დასაფარავად.

„გვინდა იმ შეთანხებების ფარგლებში ვიმოქმედოთ, როლებიც უწინ გაფორმდა. უწინდელი შეთანხმებით დადგენილი ფასია 268.5 დოლარი ათას კუბ/მ-ზე და, ასევე, კრედიტი“, - აღნიშნა პროდანმა და დასძინა, რომ უკრაინა იმედოვნებს რუსეთისგან კრედიტის პირველი ტრანშის მიღებას 2 მლრდ დოლარის ოდენობით.

შეგახსენებთ, რომ „გაზპრომი“ „ნაფტოგაზ უკრაინის“ დავალიანებას მიწოდებული ბუნებრივი გაზისთვის 2.2 მლრდ დოლარად აფასებს.