უცხოეთი
პენტაგონმა რუსეთთან რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებზე მსჯელობა შეწყვიტა

Pentagon-zar-2საქართველო, 3 აპრილი, საქინფორმი. პენტაგონმა რუსეთთან უკრაინის სიტუაციის გამო რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებზე მსჯელობა შეწყვიტა, - ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მინისტრის თანაშემწის მოადგილე ელაინ ბანი იტყობინება.

რუსეთი და ნატო 2010 წლის ლისაბონის სამიტზე ევროპის რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების პროექტზე თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ, თუმცა მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა აშშ-ის უარის გამო,  რუსეთის შემაკავებელი ძალებისკენ განთავსებული სისტემების არმიმართვის იურიდიული გარანტიები მიეცა. დღეს აშშ-ის გეგმები ევროპაში რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების შექმნის თაობაზე ამერიკა-რუსეთის ურთიერთობებში არსებული დაძაბულობის ერთ-ერთი მიზეზია.

ელაინ ბანი: „რუსეთის ჩარევამ უკრაინის კრიზისში, საერთაშორისო კანონმდებლობის დარღვევამ ჩვენი სამხედროების დიალოგის შეწყვეტა გამოიწვია და ჩვენ აღარ ვაგრძელებთ რუსეთთან რაკეტსაწინააღდეგო თავდაცვის სისტემებზე მსჯელობას. თუ რუსეთი განაგრძობს საერთაშორისო კანონმდებლობის დარღვევას, ჩვენ გადავხედავთ ნებისმიერ მომავალ ორმხრივ კონტაქტებს რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებთან დაკავშირებით, რათა უზრუნველვყოთ აშშ-ისა და ჩვენი მოკავშირეების უსაფრთხოება“.

მისივე თქმით, ნატოს ტერიტორიაზე მოსკოვი რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემაში ვერანაირ საკონტროლო ფუნქციას ვერ მიიღებს.