უცხოეთი
უკრაინის შს მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი არსენ ავაკოვის დედა ტატიანა გაბარაევა წარმოშობით სამხრეთ ოსეთიდანაა, ხოლო მაიდნის „დახვრეტების“ ფოტოგრაფი აცამაზ კოჩიევი მისი ნათესავია!

gabaraeva-ucx-1საქართველო, 2 აპრილი, საქინფორმი. რასაკვირველია, ყველას ახსოვს კადრები კიევის ქუჩებიდან, სადაც უცნობი სნაიპერები მაიდნის მომიტინგეებს ხვრეტენ.. ეს კადრები აცამაზ კოჩიევმა გადაიღო, ყოფილმა მოსკოველმა პაპარაციმ, რომელიც ახლა “Life News”-ის ოპერატორად მუშაობს. კოჩიევი წარმოშობით სამხრეთ ოსეთიდანაა.

Blagin anton-მა მთელი გამოძიება ჩაატარა და სამართლიანად დაადანაშაულა კოჩიევი დახვრეტის ორგანიზატორებთან შეთქმულებაში. აქაოდა, ოპერატორმა იცოდა, სად და როდის დაიწყებოდა დახვრეტა და ამას ჟურნალისტთან მისი დიალოგიც მოწმობს.

- აციკ, მალე ეთერი დაიწყება, გვამები უნდა უჩვენო!..

- გვამები კი არა, ის, თუ როგორ ხვდებათ ტყვიები და ადამიანები ძირს ეცემიან!..

თუმცა, ყველაზე საინტერესო ამ ისტორიაში ახლა იწყება! როგორც გაირკვა, უკრაინის ამჟამინდელი შს მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი არსენ ააკოვის დედა ტატიანა გაბარაევა წარმოშობით ასევე სამხრეთ ოსეთიდან არის, ზნაურის რაიონის სოფელ თილიანიდან. ავაკოვი კი... აცამაზ კოჩიევის ბიძაა! ამის შესახებ ერთ-ერთ ოსურ ფორუმზე წერენ.

აი, ასეთი გასაოცარი დამთხვევაა. თუ ინფორმაცია უტყუარია, საინტერესო სურათი იკვეთება.

ინფორმაცია ავაკოვისა და აცამაზ კოჩიევის „უშუალო“ ნათესაობის შესახებ ჯერჯერობით არ დასტურდება. იმავე ფორუმზე, საიდანაც აღნიშნული ცნობა გავრცელდა, წერენ: „ბოდიში უნდა მოვუხადო... აციკს და სხვებსაც იმისათვის, რომ მას ავაკოვის ნათესაობა მივაწერე. მესამე პირისგან მივიღე ეს ინფორმაცია, რომ მათ საერთო ნათესავები ჰყავთ. თუმცა დღეს დავუკავშირდით მათ და განმიმარტეს, რომ უშუალო ნათესაობა არ აკავშირებთ“.

მთლად გასაგები როდია, თუ რას ნიშნავს „უშუალო ნათესაობა“, მაგრამ რა გაეწყობა.