რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: “საქართველოში გარდაუვალია რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები, სადაც დიდი უპირატესობით გაიმარჯვებს ბიძინა ივანიშვილი”

1-polit-1red-mTბიძინა ივანიშვილის განცხადება პრეზიდენტ მარგველაშვილით იმედგაცრუების თაობაზე, რომელიც მან 2014 წლის 18 მარტს ტელეკომპანია “იმედის” ეთერში თეა სიჭინავას თოქშოუ “პოლიტიკის დროში” გააკეთა, ერთმნიშვნელოვნად უაღრესად დადებითი ფაქტია - რაც უფრო ადრე “გაწყდება იქ, სადაც წვრილია”, მით უკეთესი ყველასთვის. ივანიშვილის ხასიათის ერთ-ერთი ძლიერი თვისება საკუთარი შეცდომების გულახდილად აღიარება და მათი გამოსწორებაა. ამისი ოთხი მკაფიო მაგალითი მე 2014 წლის 14 ოქტომბერს გაზეთ “ასავალ-დასავალის” №41-ში მოვიტანე, პუბლიკაციაში “სნაიპერი”: ანუ ბიძინა ივანიშვილის 4 გასროლა ათიანში.

მაგალითი №1 - როდესაც პრემიერმა ივანიშვილმა სააკაშვილის პარტია “ნაციონალისტური მოძრაობის” ერთ-ერთი კრიმინალური ქვედანაყოფი, ტელეკომპანია “ПИЕ-ი დახურა, რომელიც თავისი ძირგამომთხრელი პროპაგანდით დივერსიულ-ტერორისტულ საქმიანობას ახორციელებდა, რის შესახებაც მე ჩავაყენე საქმის კურსში პრემიერი ივანიშვილი 2013 წლის 14 იანვრის საგანგებო განცხადებაში. თუმცა “გველეშაპის ორი თავი” ჯერაც ცოცხალი და საშიშია, ეს არის თავად პარტია “ნაციონალისტური მოძრაობა” და მისი ახალგაზრდული ფრთა, აგრეთვე მისი არასამთავრობო ორგანიზაცია “თავისუფალი ზონა”. 

მაგალითი №2 - როდესაც პრემიერმა ივანიშვილმა დახურა მისი კუთვნილი ტელეკომპანია “მეცხრე არხი”, რომელმაც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ კურსი მკვეთრად შეიცვალა და მის წინააღმდეგ მიმართული დესტრუქციული საქმიანობა დაიწყო, რის შესახებაც არაერთხელ გავაფრთხილე პრემიერი ივანიშვილი. დღეს კი ჩვენ ველოდებით, როდის შეასრულებს ბატონი ბიძინა მეორე დაპირებას და “საზოგადოებრივი მაუწყებელი” მის მფლობელს - ქართველ ხალხს დაუბრუნდება.

მაგალითი №3 - როდესაც პრემიერი ივანიშვილი პოლიტიკიდან წასვლის წინ წამყვან ქართველ ტელეჟურნალსიტებს შეხვდა, რომლებიც 2003 წლიდან დღემდე, პირდაპირ თუ ირიბად, ფარულად თუ აშკარად მუშაობენ სააკაშვილზე (მათ შორის მისი - ივანიშვილის ყველაზე „საყვარელი“ ჟურნალისტებიც, რაზეც მე არაერთხელ დავწერე). პრემიერმა ივანიშვილმა იმ შეხვედრაზე ყველა მათგანის ლუსტრაცია მოახდინა და მოუწოდა, ობიექტურად და პროფესიულად გაეშუქებინათ მოვლენები და “უბრალოდ ფოსტალიონები” არ ყოფილიყვნენ.

დღეს კი ივანიშვილმა არასამთავრობო ორგანიზაცია “მოქალაქე” დაფუძნა, რომელმაც შეუზღუდავად ყველა ჟურნალისტისთვის ტრენინგები გამოაცხადა ჟურნალისტური კორპუსისთვის კვალიფიციური კადრების აღზრდის მიზნით (თუმცა თსუ-ში ჟურნალისტიკის სრულფასოვანი ფაკულტეტის აღორძინება, ვფიქრობ, ბევრად უკეთესი იქნებოდა).

მაგალითი №4. 2004 წლიდან, ჩემს მრავალრიცხოვან პუბლიკაციებში, მავნებლების მცირერიცხოვან ჯგუფს ვამხელ, რომლებიც თავს ქართველ პოლიტოლოგებს - ექსპერტებს უწოდებენ, ხოლო ჩემი ტერმინი “პროქტოპოლიტოლოგი” დიდი ხანია ქრესტომათიული გახდა. ივანიშვილმა პოლიტიკაში მოსვლის პირველივე დღიდან დაუსვა დიაგნოზი საქართველოს მთავარ პროქტოპოლიტოლოგ ცინცაძეს და თქვა, რომ მასზე სულელ ადამიანს არ იცნობს, პოლიტიკიდან წასვლის წინ კი სწორედ ამ პროქტოპოლიტოლოგებს შეხვდა და დაუმტკიცა, რომ მათი ყალბი პროგნოზები გახვრეტილი გროშიც არ ღირს. პრემიერმა ივანიშვილმა მაშინ მოსთხოვა ,ექსპერტებს”, თავიანთი “პროგნოზები” (რომლებიც შემდეგ, ჩვეულებრივ, არ სრულდება) კონკრეტული ფაქტებით დაედასტურებინათ და არა სკანდალური ჭორები დაეყარათ და მოსახლეობაში პანიკა დაეთესათ.

მაშინ შეხვედრაზე მხოლოდ ივანიშვილის მიერ ყველაზე “ნაფერები ექსპერტი” – “ექსპერტთა კლუბის” პრეზიდენტი ცისკარიშვილი არ მივიდა, რომელმაც პრემიერისადმი “მადლიერების“ ნიშნად გესლიანად იხუმრა - რეპეტიტორს ვეძებ, რომ ივანიშვილთან შეხვედრისთვის მომამზადოსო!..

გასულ სამშაბათს კი, პრეზიდენტი მარგველაშვილის მისამართით ივანიშვილის ტელეკრიტიკის შემდეგ, იმავე ცისკარიშვილმა კიდევ ერთხელ “გადაუხადა მადლობა” ბატონ ბიძინას, ტელევიზიით განაცხადა რა, რომ მარგველაშვილის მისამართით კრიტიკით ივანიშვილმა მხოლოდ მოქმედი პრეზიდენტის რეიტინგი გაზარდა. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ივანიშვილი მოსახლეობაში იმდენად უარყოფითი პერსონაჟი ყოფილა, თურმე, რომ მის კრიტიკას ნებისმიერის მისამართით ამ უკანასკნელისთვის მხოლოდ სარგებლობა მოაქვს...

მაგრამ პროქტოპოლიტოლოგი ისევ შეცდა - მარგველაშვილის გაკრიტიკების შემდეგ ივანიშვილის რეიტინგი მკვეთრად ამაღლდა, როგორც ყოველთვის ხდება, როცა ლიდერი თავისი ხალხის მხარეს დგება (ამითვე აიხსება რუსეთში პუტინის მკვეთრად გაზრდილი რეიტინგი ყირიმთან დაკავშირებით მისი გადაწყვეტილების შემდეგ), და პირიქით - მარგველაშვილის ისედაც ნულოვანი რეიტინგი უარყოფით სიდიდეებამდე დაეცა!

ქართველები - ტრადიციული ხალხია, ჩვენ პატივს ვცემთ უფროსებს და გვძულს თავხედობა, ამიტომ საქართველოს პრეზიდენტი ძალიან შეცდა, როდესაც ივანიშვილის კრიტიკის ტელევიზიით კომენტირებისას ათიოდეჯერ ფამილარულად მოიხსენია ის მხოლოდ სახელით - ბიძინა, რაც ძალიან ჭრიდა ყურს. არადა, ქართველმა ხალხმა სწორედ ამ ბიძინას წყალობით აირჩია ყველასათვის უცნობი ადამიანი-პლასტელინი სახელმწიფოს პრეზიდენტად!

მარგველაშვილი რიგიანი განათლების მინისტრი იყო, რის შესახებაც მე განვაცხადე, როდესაც პირველმა საქართველოში - 2013 წლის 29 აპრილს - პროგნოზი გავაკეთე, რომ ივანიშვილი პრეზიდენტის პოსტზე სწორედ მარგველაშვილის კანდიდატურას დაასახელებს, რომელიც, ივანიშვილის და მისი კოალიცია “ქართული ოცნების” წყალობით, პირველსავე ტურში გაიმარჯვებს (მაშინ გავაკეთე, აგრეთვე, პროგნოზი, რომ ივანიშვილი სოფლის მეურნეობის მინისტრ კირვალიძეს და კულტურის მინისტრ ოდიშარიას მოხსნის).

2013 წლის 8 ივლისს კი მე ვიყავი პირველი საქართველოში, როდესაც ჩემს ინტერვიუში განვაცხადე, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ივანიშვილის ხელდასმით ღარიბაშვილი გახდება და აქ ალტერნატივა არ არსებობს.

ყველა ჩემი პროგნოზი ახდა პოლიტიკაში ივანიშვილის მოსვლასთან და პოლიტიკიდან მის წასვლასთან დაკავშირებითაც, რაც ზუსტად აღვწერე ჯერ კიდევ 2011 წლის 5 დეკემბერს პუბლიკაციაში “ოცნებები სრულდება და არ სრულდება - ვინ ხართ, ბატონო ივანიშვილო?”.

დღეს კი ჩემს მორიგ პროგნოზს ვაკეთებ, რომელიც რეალობას ეფუძნება და არა დასავლელი “მეგობრების” სურვილებს. ნებისმიერი პოლიტიკოსი, მოღვაწეობის ასპარეზიდან წასვლისას, ხალხის მეხსიერებაში რჩება ან თავისი ფრთიანი გამონათქვამებით, ან საგულისხმო გამოსვლებით, ან ქმედებებით. პლასტელინის გარდა, რასთან ასოცირდება დღეს მოსახლეობისთვის პრეზიდენტი მარგველაშვილი? ვინმეს შეუძლია გაიხსენოს მისი თუნდაც ერთი გამოსვლა,რომელთა აზრი ონლაინ-რეჟიმშიც კი გაუგებარია? არა, სამაგიეროდ, მას მეორე მეტსახელითაც დაიმახსოვრებენ - “ვერიტასი”, მარგველაშვილზე ბევრად უფრო ცნობილი საქსოვი მანქანის სახელწოდების მიხედვით, და კიდევ იმით, რომ მისი პრეზიდენტობის დროს საქართველოს პირველი ლედი არ ჰყავდა, რადგან ჯიუტ მარგველაშვილს დემონსტრაციულად არ ჰყავდა მეუღლე, სამაგიეროდ ჰყავდა მეგობარი ქალები...

არაფრით გამორჩეული პიროვნება არ შეიძლება იმათი პრეზიდენტი იყოს, ვინც “ერთ ადგილზე ჰკიდია, როგორც მოუხსენიებია ქართველი ხალხი და საპარლამენტო უმრავლესობა ივანიშვილთან საუბრისას. ამიტომ საქართველოში გარდაუვალია რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები, სადაც დიდი უპირატესობით გაიმარჯვებს ბიძინა ივანიშვილი.

საპრეზიდენტოსთან ერთად საქართველოში აუცილებლად უნდა გაიმართოს საპარლამენტო არჩევნებიც (ამის აუცილებლობაზე ადრე ასჯერ მაინც განმიცხადებია, თუმცა პრემიერი ივანიშვილი არ მეთანხმებოდა!), სადაც დიდი უპირატესობით გაიმარჯვებს პარტია “ქართული ოცნება” პრემიერი ღარიბაშვილის თავმჯდომარეობით. პარტია “ნაციონალისტური მოძრაობა”, აგრეთვე ზოგიერთი პარტია, რომლებიც ივანიშვილმა კოალიცია “ქართულ ოცნებაში” გააერთიანა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე გასამარჯვებლად (მაგალითად, რესპუბლიკური პარტია), პარლამენტში, როგორც ჩანს, ვეღარ მოხვდებიან: რესპუბლიკელები ივანიშვილის გარეშე ქართველი ამომრჩევლის ერთი ხმასაც ვერ ეღირსებიან, ხოლო სააკაშვილის ნაცისტები, მას შემდეგ, რაც უკრაინაში ნეოფაშისტური სახელმწიფო გადატრიალება მოახდინეს, ქართული კანონმდებლობის საფუძველზე უნდა აიკრძალონ, როგორც პოლიტიკური ძალა.

საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი
2014 წლის 24 მარტი
საქართველო, თბილისი

1-polit-1red-vnizu