უცხოეთი
“თქვენ კომუნიზმზე გაგიჟდით. რუსეთი არაჩვეულებრივი, ცივილიზებული ქვეყანაა თავისი კანონებით!“- თურქეთმა ევროპა უკრაინაში სამოქალაქო ომის გაჩაღებასა და რუსეთის წინააღმდეგ პროვოკაციებში დაადანაშაულა

komunizm-zar-1საქართველო, 25 თებერვალი, საქინფორმი. გუშინ თურქეთმა ევროპა უკრაინაში სამოქალაქო ომის გაჩაღებასა და რუსეთის წინააღმდეგ პროვოკაციებში დაადანაშაულა.

„თქვენ კომუნიზმზე გაგიჟდით. რუსეთი არაჩვეულებრივი, ცივილიზებული ქვეყანაა თავისი კანონებით!“, - განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა და მთავარმა მომლაპარაკებელმა ევროკავშირში მევლუტ ჩავუშოღლუმ.

„დღეს უკრაინა, ვიმედოვნებ, მთლიანია, თუმცა, უკვე სახიფათოდ გაყოფილი. ქვეყნის ერთიანობა ახლა საფრთხეშია. ორი წელია ჩვენი მეგობარი ევროპელები ცდილობენ უკრაინას უთხრან: „აგვირჩიეთ ანდა მხარს არ დაგიჭერთ“, და ეს მიდგომა მცდარია“, - განაცხადა მან და დასძინა: „ჩვენ გვსურს ევროპასთან თანამშრომლობის გაგრძელება, მაგრამ აუცილებელია მან თავის პოლიტიკას გადახედოს“, - ახდენს მისი ნათქვამის ციტირებას თურქული სააგენტო „ანადოლუ“.