რელიგია
1 თებერვალს მისმა უწმინდესობამ, ყოველთა სომეხთა კათოლიკოსმა გარეგინ მეორემ მიიღო საქართველოში სომხური სამოციქულო ეკლესიის ეპარქიის ხელმძღვანელი, მისი ყოვლადუწმინდესობა ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანი

garegin-saz-1საქართველო, 24 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოში სომხური სამოციქულო ეკლესიის ეპარქიის წინამძღვარმა მის უწმინდესობას საქართველოში სომხური სამოციქულო ეკლესიის ეპარქიის საქმიანობა გააცნო. ეპარქიის წინამძღვარმა მისი უწმინდესობა დაარწმუნა, რომ ეპარქიის საქმიანობის შესახებ გამოთქმული უსაფუძვლო ბრალდებების საპირისპიროდ, საქართველოში სომხური სამოციქულო ეკლესიის ეპარქია საქმიანობას ნორმალურ რეჟიმში განაგრძობს და კანონიკურად და იურიდიულად მიღებული პრინციპებით ხელმძღვანელობს. მიუხედავად ამისა, ეპარქიის საქმიანობასთან დაკავშირებული ნებისმიერი შესაძლო ეჭვის გასაფანტავად, ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა თხოვნით მიმართა ყოველთა სომეხთა კათოლიკოსს თხოვნით, დანიშნოს კომისია  საქართველოში სომხური სამოციქულო ეკლესიის ეპარქიის საქმიანობის და სასიცოცხლო პრობლემების შესახებ მოხსენების მოსამზადებლად.

მისმა უწმინდესობამ, ყოველთა სომეხთა კათოლიკოსმა გარეგინ მეორემ შეფასება გამოთქვა და გაწეული ენერგიული სამსახურისთვის ეპარქიის წინამძღვარი და სასულიერო პირები დალოცა. მისმა უწმინდესობამ, აგრეთვე, რჩევა-დარიგება მისცა ეპარქიის წინამძღვარს: მხურვალედ და გონივრულად განაგრძოს წინამძღვრის სამსახური საქართველოს მორწმუნე სომეხთა ეროვნული და სულიერი ცხოვრების განსამტკიცებლად.