რედაქტორისგან
ჩაშლილი ვიდეოხიდი “რია ნოვოსტი”-ზე, ანუ “საქართველო+რუსეთი=საქართველო+აფხაზეთი+სამხრეთ ოსეთი” - ერთადერთი რეინტეგრაციული პროექტი, რომელიც გადაარჩენს საქართველოს

videomost-pol-2-redსაქართველო, 24 თებერვალი, საქინფორმი. ცნობისათვის: 2014 წლის 21 თებერვალს “რია ნოვოსტი” გეგმავდა ვიდეოხიდ “მოსკოვი-თბილისის” ჩატარებას თემაზე “რუსეთისა და საქართველოს პრეზიდენტების შეხვედრა: რეალობა და პერსპექტივები”. ვიდეოხიდის მოწვეულ მონაწილეებს - ცნობილ რუს და ქართველ პოლიტიკოსებს და პოლიტოლოგებს - მოსკოვისა და თბილისის სტუდიებში შემდეგ აქტუალურ თემეზე უნდა ემსჯელათ: “როგორია რუსულ-ქართული ურთიერთობის ნორმალიზების გზები? შედგება თუ არა ორი ქვეყნის პრეზიდენტების შეხვედრა? როგორი იქნება მისი შედეგები, თუ ის გაიმართა? შეუძლია თუ არა ამ შეხვედრას რუსულ-ქართულ ურთიერთობაში გარღვევად იქცეს? არსებობს თუ არა მომავალი ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური ურთიერთობის ახალი ხედვა? გააუქმებს თუ არა რუსეთი სავიზო რეჟიმს საქართველოს მოქალაქეებისთვის? შესაძლებელია თუ არა საქართველოს შესვლა ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში?

თუმცა, დაგეგმილი ვიდეოხიდი მოსკოვი-თბილისი “რია ნოვოსტის” თბილისის საერთაშორისო პრესცენტრმა ჩაშალა, რომლის ხელმძღვანელებმა უარი თქვეს ამ ღონისძიების ჩატარებაზე, რადგან მონაწილეთა შემადგენლობა ორივე მხრიდან მიუღებლად მიიჩნიეს (მოსკოვში - მეტისმეტად ანტიქართულად, თბილისში - მეტისმეტდ პრორუსულად). “რია ნოვოსტის” თბილისის საერთაშორისო ცენტრი, რომელმაც დიდი ხანია რეალობასთან და ქართულ საზოგადოებასთან  კავშირი დაკარგა, როგორც ჩანს, ძველებურად განაგრძობს მუშაობას - სააკაშვილზე და მერაბიშვილზე სწორებით, ადამიანების ხალხის მტრებად, სამშობლოს მოღალატეებად და კრემლის ჯაშუშებად დაყოფით, და წარმოდგენა არ აქვს, რომ საქართველოში უკვე წელიწადნახევარია ხელისუფლება შეიცვალა და სააკაშვილი უკვე პრეზიდენტი კი არ არის, არამედ აშშ-შია გაქცეული, ხოლო მერაბიშვილი - უკვე არა შს მინისტრი, არამედ მსჯავრდებულია და ციხეში ზის.

ამის შემდეგ საიტ RGA-Alliance.com-ს რედაქციამ “რია ნოვოსტის” თბილისის პრესცენტრის გამოისობით არშემდგარი ვიდეოხიდის ერთ-ერთ სავარაუდო მონაწილეს, საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო საქინფორმის მთავარ რედაქტორს და გენერალურ დირექტორს, ქართველ პოლიტოლოგს და პუბლიცისტს არნო ხიდირბეგიშვილს მიმართა თხოვნით, გამოეთქვა თავისი აზრი ყველა ზემოთ ჩამოთვლილ საკითხზე.

არნო ხიდირბეგიშვილი: “არშემდგარი ვიდეოხიდის მონაწილეებისთვის განსახილველად შემოთავაზებული ყველა საკითხი ურთიერთკავშირშია, ამიტომ მათზე პასუხის გასაცემად აუცილებელი არ არის, ექსპერტი იყო - საჭიროა მხოლოდ მათი ერთ ლოგიკურ ჯაჭვად განლაგება და არსებული რეალობების გათვალისწინება.

რეალობა პირველი: საქართველო არ აღიარებს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას, აფხაზები და სამხრეთელი ოსები არ თმობენ თავიანთ დამოუკიდებლობას და საქართველოსგან მოითხოვენ მათთან, როგორც საერთაშორისო სამართლის სრულუფლებიან სუბიექტებთან, ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერას, საქართველო კი თანახმაა ასეთ ხელშეკრულებას მხოლოდ რუსეთთან მოაწეროს ხელი, რომელიც უარს ამბობს, რადგან კონფლიქტის მხარე არ არის, მაგრამ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების უკან წაღებასაც არ აპირებს. ჟენევის ფორმატი დიდი ხანია ყარაბაღის შესახებ მინსკის ფორმატს დაემსგავსა, ანუ იქ მხოლოდ ტექნიკური საკითხები განიხილება, მაგალითად - ტყვეების გათავისუფლება, ხოლო საქართველოს პრემიერის სპეცწარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირების საკითხებში სავსებით საკმარისი აღმოჩნდა, რომ რუსეთთან სვაჭრო, კულტურული და სატრანსპორტო ურთიერთობა აღდგენილიყო (თუნდაც ჯერ არასრული მოცულობით), და სავიზო რეჟიმში უმნიშვნელო შეღავათები განხორციელებულიყო.

მაშ ასე, სტატუს კვოა “ცუდი მშვიდობა კარგ ომს სჯობია”, მაგრამ უფრო შორს, ანუ “წითელ ხაზს” იქით ნაბიჯიც არ გადადგმულა. საქართველოს კანონის “ოკუპაციის შესახებ” მიხედვით, საქართველოს ყველა ხელმძღვანელის ყოველდღიური მტკიცებით, მთელი ოპოზიციის - საპარლამენტო თუ არასაპარლმენტო - განცხადებებით,  თუნდაც ყველაზე “ტოლერანტული” არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებებით,  რუსეთი ერთმნიშვნელოვნად ოკუპანტია და ოკუპანტთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენა, როგორც არაერთხელ უთქვამს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, გამორიცხულია, თუმცა იურიდიულად რუსეთის ოკუპანტად ჩათვლის საფუძველი არ არსებობს - მას არ დაუსახლებია იქ მასობრივად თავისი მოქალაქეები, არ შეუერთებია ეს ტერიტორიები და მათი საერთაშორისო აღიარებისთვისაც  არ შეუწყვია ხელი, თუმცა ასეთი ბერკეტები აქვს.

რუსების სამხედრო ბაზები მაშინ წავლენ, თუ აფხაზები და ოსები (სხვათაშორის, თვითონაც არ არიან იქ სტუმრები!) იტყვიან “დიდი მადლობა, მაგრამ აღარ გვჭირდებით!”. მაგრამ ამისთვის მათთან ლაპარაკია საჭირო, რასაც ოფიციალური თბილისი არ აკეთებს, იმიტომ რომ ამაზე ვაშინგტონის სანქცია არ აქვს, და ადამიანებიც საგანგებოდ შეუფერებლები არიან მოზიდული, დეზ-ინტეგრაციის მინისტრ ზაქარეიშვილის მსგავსი. რომელიც გამუდმებით სააკაშვილზე უარესი ანტირუსული გამოხტომების უფლებას აძლევს თავს და რომელმაც ამასწინათ განაცხადა, რომ “რუსეთთან მიმართებაში სააკაშვილი მართალი იყო”.

რეალობა მეორე: საქართველო ნატოსა და ევროკავშირში მიისწრაფვის, სადაც აფხაზებს და ოსებს არ უნდათ. არა, უფრო ზუსტად, საქართველო არ მიისწრაფვის ნატოში და ევროკავშირში, საქართველო უკვე 10 წელია ნატოს და ევროკავშირის წევრია - უფრო დიდი წევრი, ვიდრე ყველა დანარჩენი ერთად აღებული!

აგიხსნით: ნატოს ან ევროკავშირის ნებისმიერ წევრს უფლება აქვს უარი თქვას ალიანსის ან ევროკავშირის მიერ მიღებული რაღაც გადაწყვეტილებების შესრულებაზე - ცალმხრივად გამოიყვანოს ჯარი ერაყიდან ან ავღანეთიდან, შეწყვიტოს მონაწილეობა ISAF-ში; არ მიაწოდოს ნატოს თავისი კონტინგენტი ლიბიაზე ან სხვა ქვეყანაზე დარტყმისთვის და აშშ მარტო დატოვოს; უარი თქვას რუსეთისთვის პლაცდარმის დათმობაზე სამხედრო მოქმედებების შემთხვევაში, როგორც თურქეთმა; ან როგორც დიდმა ბრიტანეთმა, შეინარჩუნოს ევროს პარალელურად საკუთარი ვალუტა და უარი თქვას ფინანსური კრიზისიდან „ახალი ევროპის“ ქვეყნის, მაგალითად, საბერძნეთის გამოყვანაზე.

საქართველო, ყველასაგან განსხვავებით, უტყუარია: ის თვითონ სთავაზობს საკუთარ თავს ყველგან და ავღანეთში ყველაზე დიდი კონტინგენტი გვყავს, სადაც 2014 წლის შემდეგაც დავრჩებით, როგორც აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორი №1; 2015 წლიდან საქართველო - ნატოს სწრაფი რეაგირების ძალების მონაწილეა და ალიანსის ყველა ოპერაციაში მიიღებს მონაწილეობას; ხოლო 2014 წლიდან ის ევროკავშირის სამხედრო ოპერაციებშიც მიიღებს მონაწილეობას, მაგალითად - ცენტრალურ აფრიკაში. თბილისში ცოტა ხნის წინ გამართულ ნატოს სამხედრო კომიტეტის სხდომაზე საქართველომ თავისი ლოგისტიკური სივრცე და აეროდრომები ავღანეთიდან ნატოს ჯარების გამოყვანის დროს გადასატვირთავ ბაზად შესთავაზა, საქართველომ დიდი ხანია თვითონ გაანადგურა საკუთარი ფლოტი და სოფლის მეურნეობა, მაგალითად - მეჩაიეობა, ამიტომ ევროკავშირს არ მოუწევს სანქციების გამოყენება ევროსტანდარტებთან შესაბამისობაში მის მოსაყვანად, როგორც ეს საბერძნეთში, ბულგარეთში, ლატვიაში მოხდა.

ჩემ მიერ ზემოთ დასახელებული ორი რეალობის გათვალისწინებით, შეიძლება ვუპასუხოთ შეკითხვას - შედგება თუ არა საქართველოს პრეზიდენტის ან პრემიერის შეხვედრა პუტინთან და რა აზრი აქვს მას?

დიახ, შეხვედრა შედგება და შეიძლებოდა ჯერ კიდევ სოჭში შემდგარიყო, ოლიმპიადაზე, მაგრამ როგორც ჩვენი სააგენტო იუწყებოდა, საქართველოში აშშ-ის ელჩის მიერ იქნა დაბლოკილი, რომელმაც ვერ მოასწრო მარგველაშვილის მომზადება - უაღრესად ინტელიგენტი, არაამბიციური, ლოიალური და მოქნილი ადამიანის, რომელიც კარგად იცნობს რუსულ კულტურას,ლიტერატურას და რომელმაც ერთდროულად ორენოვანი განათლება მიიღო, როგორც სულ ცოტა ხნის წინ - ბევრმა საქართველოში. “პლასტელინივით ადამიანი ვარ, სადაც მიაგდებ, იმ ფორმას ვიღებ” - თქვა განათლების მინისტრმა ტელეინტერვიუში, როდესაც განათლების სამინისტროდან პრეზიდენტის სავარძელში “მიაგდეს”. ამიტომ “რბილი” მარგველაშვილის კანდიდატურა სასწრაფოდ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილით შეცვალეს.

რაც შეეხება შეხვედრის თემას: 2012 წლის ოქტომბერში დავწერე პუბლიკაცია ვ.ვ. პუტინისა და ბ.გ. ივანიშვილის სატელეფონო საუბარი, სადაც ამ შესაძლო საუბრის მოდელირება მოვახდინე (ალბათ, საკმაოდ წარმატებულად, იმიტომ რომ დღემდე ცოტას თუ სჯერა, რომ ამგვარი საუბარი სინამდვილეში არ გამართულა). დღეს, წელიწადნახევრის შემდეგ, იძულებული ვარ ვაღიარო, რომ პრემიერის გვარის გარდა აბსოლუტურად არაფერი შეცვლილა - საქართველოს ნებისმიერი ხელმძღვანელის პირველი საუბარი პუტინთან თითქმის სიტყვასიტყვით ასეთივე იქნება, იმიტომ რომ მაშინ არცერთი ნიუანსი, მხარეების არცერთი არგუმენტი არ გამომიტოვებია და არაფერი კარდინალურად ახალი არ შეიძლება ითქვას!

პრეზიდენტი მარგველაშვილი და პრემიერი ღარიბაშვილი საკმარისად სცემენ პატივს საკუთარ თავს იმისათვის, რომ შესაძლო შეხვედრაზე არ სთხოვონ პუტინს ტერიტორიების დაბრუნება და მავთულხლართების აღება - ეს იგივე იქნებოდა, რომ როგორც პოლიტიკოსებს, საკუთარ პროფესიულ გამოუსადეგობაზე ხელი მოეწერათ და თანამოსაუბრის - რფ-ის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მიმართ უპატივცემულობა გამოეხატათ მისი ადეკვატურობის ეჭვქვეშ დაყენებით.

თხოვნის უფლება მხოლოდ არაპოლიტიკოსს ჰქონდა - ქართველი ერის სულიერ მამას, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს, ის ხომ სხვა კატეგორიებით აზროვნებს.

მაშ რა აზრი აქვს შეხვედრას? ქართულ მხარეს სურს შეინარჩუნოს ჩემ მიერ ზემოთ ხსენებული სტატუს-კვო “ცუდი მშვიდობა კარგ ომს სჯობია”, რათა რუსეთმა უცებ ხელი არ შეუშალოს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში - ევროკავშირთან ასოცირების შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერიდან ა.წ. აგვისტოში ნატოს სამიტზე მოქმედების გეგმის შესაძლო მიღებამდე ა.წ. სექტემბერში. ამისათვის საკმაოდ პრიმიტიული ანტურაჟია მოფიქრებული: “რუსეთი უნდა დავარწმუნოთ, რომ საქართველო, როგორც ნატოს და ევროკავშირის წევრი, მის თვალწინ არის, მისთვის სასარგებლოც კია,რომ საქართველო რუსეთისთვის საშიში არ არის, რომ დსთ-ს და ვარშავის ხელშეკრულების ყოფილი ქვეყნები, რომლებიც რუსეთს ესაზღვრებიან ან არ ესაზღვრებიან, ასევე შევიდნენ ნატოში და ამით რუსეთს არანაირი პრობლემა არ შეექმნას”.

ამ ლეგენდის ავტორებმა, უბრალოდ, არ გაითვალისწინეს, რომ ნატოს სრულფასოვანი საზღვარი საქართველოს და რუსეთის ფედერაციის სახით გაცილებით უფრო სერიოზულად იქნება აღჭურვილი, ვიდრე მავთულხლართია, მითუმეტეს, თუ საქართველო, მაგალითის სახით ხშირად გამოყენებული ვარშავის ხელშეკრულების ქვეყნების მსგავსად, რომლებიც მშვიდობიანად შევიდნენ ნატოში (მაგალითად - პოლონეთი), ასევე დათანხმდება თავის ტერიტორიაზე რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის ელემენტების განთავსებაზე, და რომ სავიზო რეჟიმი რუსეთსა და საქართველოს, როგორც ნატოს ახალ წევრს შორის, სრულფასოვანი იქნება და არა ლიბერალური, როგორც დღეს.

რა სურს რუსულ მხარეს? “თუ მას უნდა, რატომაც არა...” - უპასუხა პრეზიდენტმა პუტინმა ქართველ ჟურნალისტებს საქართველოს პრეზიდენტთან მის შესაძლო შეხვედრასთან დაკავშირებით, რაც რუსულ ენადავიწყებულ საქართველოში არასწორად გაიგეს: “პუტინს საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრა უნდა! პუტინი მზად არის პრეზიდენტ მარგველაშვილთან შესახვედრად! პუტინი ნიშანს გვაძლევს!” და მუდმივად მოთხოვნადი ქართველი “ექსპერტების” პატრონიდან პატრონთან გამუდმებული ბორგვისგან აგზნებული ტვინის მსგავსი ბოდვა.

მაშინ რატომ არის რუსეთი, რომელმაც საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების უალტერნატივობის შესახებ იცის, ასე კეთილგანწყობილი ახალი ხელისუფლების მიმართ და მასზე ზეწოლა კი არა, უკმაყოფილების გამოხატვაც კი არ სურს?! იმიტომ, რომ ის, რაც სხვა ქვეყნებისთვის ციური მანანა იქნებოდა და მათ მცხოვრებთ არაბ შეიხებად გადააქცევდა, საქართველოსთვის უბედურება აღმოჩნდა. საქართველო “დერეფანი” ხდება, როგორც ის ჯერ კიდევ შევარდნაძემ დაწყევლა, რომლითაც აშშ-ც ისეირნებს და რუსეთიც, თანაც ერთდროულად. საქართველო - დერეფანია, სადაც იგულავებენ ამერიკაც და რუსეთიც! - ასე ერქვა ჩემს ინტერვიუს აზერბაიჯანულ სააგენტო Vesti.az-ს 2012 წლის ნოემბერში. დიახ, საქართველო - სუეცის არხია, ოღონდ სახმელეთო. რუსეთი, საქართველოს ენერგეტიკული დარგის მფლობელი (ისევე, როგორც ბევრი სხვა სტრატეგიული სფეროსი) აქ თავის ენერგეტიკულ სატრანზიტო პროექტებს ახორციელებს (ცოტა ხნის წინ მესამე ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის შესახებ შევიტყვეთ, რომლითაც ქართული ელექტროენერგია ევროპაში გავა), ხოლო ამერიკისთვის ეს არის დერეფანი კასპიის ნავთობსაგანძურის და ახლო აღმოსავლეთისკენ, ირანისა და ავღანეთისკენ.

შექმნილი სიტუაციიდან საქართველოს ერთადერთი გამოსავალი აქვს: 2011 წლის ივლისში, ანუ 3 თვით ადრე მაშინ რფ-ის მთავრობის თავმჯდომარის ვ. პუტინის მიერ საბაჟო კავშირის პრეზენტაციამდე გაზეთ “იზვესტიაში”, მე, ჩემს პუბლიკაციაში საქართველოს გზა ევრაზიულ კავშირში მიდის ვწერ: „საქართველოს გაერთიანება რუსეთთან ერთ ეკონომიკურ, საინფორმაციო და პოლიტიკურ სივრცეში ევროკავშირის მაგალითით (ახალ შენგენის ზონაში, შიდა ვიზებისა და სასაზღვრო კონტროლის გარეშე, ერთიანი ვალუტითა და საბაჟო წესებით) გამოიწვევს საქართველოს გაერთიანებას აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან ფორმულით „საქართველო+რუსეთი = საქართველო+აფხაზეთი+სამხრეთ ოსეთი“. აი ერთადერთი რეინტეგრაციული პროექტი, რომლის ფარგლებში შესაძლებელია რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის სრული მოცულობით აღდგენა და აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან გაერთიანება.

როგორ გაკეთდეს ეს ღირსეულად, რათა აშშ-მ და ევროკავშირმა საქართველოს ხელისუფლება იანუკოვიჩზე უარეს “მოღალატედ” არ გამოაცხადონ, რომელიც შეთანხმებებს არღვევს?

ელემენტარულია - ყველაფერი ხალხს, ქართველი ხალხის ნებას მივანდოთ, რომელსაც „თავისი ევრობედნიერება არ ესმის“. ჩატარდეს საერთო-სახალხო რეფერენდუმი საქართველოს ნატოში და ევროკავშირში გაწევრების საკითხზე, სადაც მთელი ქართველი ხალხი, ხოლო თუ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ჩვენს ტერიტორიებად მიგვაჩნია, აფხაზები და ოსები კი ჩვენს მოქალაქეებად - მაშასადამე, ისინიც ერთმნიშვნელოვან “არას” ეტყვიან საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. საქართველოში ხალხისთვის არასოდეს უკითხავთ ამის შესახებ, 2008 წლის იანვარში გაყალბებულ საპრეზიდენტო არჩევნებთან ერთად ამ საკითხზე რეფერენდუმი კი არა, პლებისციტი ჩაატარეს, ანუ, უბრალოდ, საპრეზიდენტო არჩევნებზე მისული ამომრჩევლების გამოკითხვა. „ეკზოტპოლი“, თანაც საგანგებოდ არაკორექტულად დასმული, ცალმხრივად ჩამოყალიბებული შეკითხვით და, რაღა თქმა უნდა, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის გარეშე, თუმცა ისინი მაშინ დე იურე ჯერ კიდევ სუვერენული საქართველოს შემადგენლობაში იყვნენ.“