რელიგია
ბერი გაბრიელის წმინდა ნაწილების გადასვენება (ფოტორეპორტაჟი მცხეთიდან 2014 წლის 22 თებერვალს)

obS-3-Glსაქართველო, 24 თებერველი, საქინფორმი. 2014 წლის 22 თებერვალს, უძველეს სატახტო დედაქალაქ მცხეთაში, სამთავროს დედათა მონასტერში მოხდა მოვლენა, რომელსაც დიდი სიყვარულითა და მოწიწებით ელოდნენ საქართველოსა და მთელი მსოფლიოს მართლმადიდებლები, რომლებიც ნეტარ სალოსს, დიდ ბრძენსა და სასწაულმოქმედ მამა გაბრიელს (ურგებაძე), იცნობდნენ: ამობრძანებული იქნა მისი წმიდა ნაწილები.

შუადღისას, ძალიან ორგანიზებულად, სამხედროების დახმარებით, ჯვაროსნული სვლით, ხალხის დიდი თავშეყრით წიდა ნაწილები გადასვენებული იქნა სვეტიცხოვლის ტაძარში, რომელსაც საქართველოს გულს უწოდებენ. სვეტიცხოველშია დაბრძანებული მთელი ქრისტიანული საყაროს უდიდესი სიწმიდე - უფლის კვართი.

გუშინ ტაძარში სადღესასწაულო წირვა გაიმართა, დღეს კი, ორშაბათს, წმინდანის ნეშტს თბილისში, წმინდა სამების საკათედრო ტაძარში გადაასვენებენ.

obS-3-1 obS-3-2
obS-3-3 obS-3-4
obS-3-5 obS-3-6
obS-3-7 obS-3-8
obS-3-9 obS-3-10
obS-3-11 obS-3-12
obS-3-13 obS-3-14