რელიგია
საქინფორმი მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქს უწმინდეს კირილს აღსაყდრების 5 წლისთავს ულოცავს

1-kiril-pol-3-relმოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქს უწმინდეს კირილს
თქვენო უწმინდესობავ!
2014 წლის 1 თებერვალს 5 წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც საპატრიარქო ტახტზე ახვედით - მოსკოვისა და სრულიად რუსეთის მე-16 პატრიარქი გახდით.
5 წელი რუსული მართლმადიდებელი ევლესიის წინამძღვრის აღსაყდრების დღიდან - ეს არა მარტო საიუბილეო თარიღია, საპატრიარქო ტახტზე თქვენი ყოფნის წლებში ხომ ეპარქიების რაოდენობა 159-დან 273-მდე გაიზარდა, დაინიშნა 100-ზე მეტი ეპისკოპოსი, ხოლო თქვენი ლიტურგია მაცხოვრის ტაძარში 1 თებერვალს 1122-ე ღვთისმსახურება გახდა, რომელიც თქვენ პირველგანმანათლებელი მსახურების 1825 დღის განმავლობაში აღასრულეთ.

საქართველოში იციან თქვენი ძმური სიყვარულის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან, მცხეთა-თბილისის არქიეპისკოპოსთან, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტთან, უწმინდეს და უნეტარეს ილია მეორესთან, რომელმაც, როგორც ვიცით, გულწრფელად მოგილოცათ.

საქართველოში მაღალ შეფასებას აძლევენ თქვენს წვლილს რუს და ქართველ ხალხებს შორის ყოფილი მეგობრობის აღდგენის საქმეში და თქვენი დიდად მადლიერნი არიან იმისათვის, რომ ჩვენს სახელმწიფოებს შორის ურთიერთობაში ყველაზე მძიმე დროსაც კი ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ერთიანობა დაიცავით მისი ისტორიული საეკლესიო საზღვრების განუხრელი აღიარებით.

ხოლო თქვენმა ბრძნულმა ქადაგებებმა, გზავნილებმა და სატელევიზიო გადაცემებმა ზნეობის, მორალის და რწმენის საკითხებზე საქართველოში დიდი ხანია დამსახურებული პოპულარობა მოიპოვა - ადამიანებთან ხომ იშვიათად მიაქვს სიმართლე ვინმეს ისე, როგორც თქვენ.

თქვენო უწმინდესობავ!

ნება მომეცით, საქართველოში პირველი საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო “საქინფორმის” და პირადად ჩემი სახელით მოგილოცოთ ეს საიუბილეო თარიღი და გისურვოთ დღეგრძელობა ჩვენი ეკლესიების და ერთმორწმუნე მართლმადიდებელი ხალხების სასიკეთოდ!

საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი
2014 წლის 1 თებერვალი
საქართველო, თბილისი