რედაქტორისგან
საქინფორმის მთავარი რედაქტორი არნო ხიდირბეგიშვილი მიმართავს საქართველოს შს მინისტრ ალექსანდრე ჭიკაიძეს მოთხოვნით - პირად კონტროლზე აიყვანოს და სასწრაფოდ დაასრულებინოს საქინფორმის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულთა გამოძიება

polit-2-redaq-2ღრმად პატივცემულო ბატონო შინაგან საქმეთა მინისტრო!
საქართველოს შსს-ში აი უკვე 2 წელია წარმოებაში იმყოფება 2 სისხლის სამართლის საქმე საქინფორმის წინააღმდეგ ჩადენილი სხვადასხვა დანაშაულის შესახებ.
პირველი - საქინფორმის მთავარ რედაქტორზე თავდასხმის შესახებ, დღისით-მზისით, რედაქციაში და პოლიციელების თანდასწრებით (!) - შეიცავს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ყველა ნიშანს და დაწყებულია ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს, ჩვენი განცხადებების შედეგად რაიონულ და ქალაქის პროკურატურაში, აგრეთვე საქართველოს იუსტიციის მინისტრ ზურაბ ადეიშვილის სახელზე, მაგრამ არ დასრულებულა, რადგან დამნაშავეთა უკან მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი და საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იდგნენ. მიუხედავად ამისა, მაშინდელი სახალხო დამცველის გიორგი ტუღუშის, საქართველოში ევროკავშირის ელჩის ფილიპ დიმიტროვის და ორჯერ - აშშ-ის მაშინდელი ელჩის ჯონ ბასისადმი ჩვენი მიმართვების შედეგად ჩვენ წინააღმდეგ ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარა შეწყდა და დაიწყო ბინძური შეურაცხყოფა სოციალურ ქსელებში, წერილებში, SMS-ებში და კომენტარებში, აგრეთვე საქინფორმის საიტის www.saqinform.ge გატეხვის მცდელობები.

ამიტომ საქინფორმმა საკუთარი ჟურნალისტური გამოძიება დაიწყო და 2012 წლის 12 დეკემბერს, საქინფორმის საგანგებო მიმართვაში საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბატონ ბიძინა ივანიშვილს იუწყებოდა, რომ ერთწლიანი ჟურნალისტური გამოძიების შედეგად (2011 წლის დეკემბრიდან 2012 წლის დეკემბრის ჩათვლით) საინფორმაციო-ანალიტიკურმა სააგენტო საქინფორმმა გამოამჟღავნა რუსულენოვანი ინტერნეტდივერსანტების მავნებლური ჯგუფი, რომელიც რამდენიმე ათეული წევრისა და სამი ორგანიზაციისაგან შედგება, მოქმედებს საქართველოს პრეზიდენტის და შსს-ს ყოფილი ხელმძღვანელობის დავალებით, ეროვნული უშიშროების საბჭოს კურატორობით, და ფინანსდება საქართველოს ყოფილი მთავრობის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის სხვადასხვა მუხლიდან, მათ შორის – დახურული მუხლებიდან უშიშროების საბჭოს ხაზით.
ჟურნალისტური გამოძიების მასალები, მოკლედ აღწერილი 177 გვერდზე და 13 ფაილად ჩაწერილი CD-დისკზე, დოკუმენტურ ინფორმაციას შეიცავს კონკრეტული ადამიანებისა და ორგანიზაციების შესახებ, რომლებიც ამ უკანასკნელი წლების განმავლობაში მეთოდურად უთხრიდნენ ძირს საქართველოს სახელმწიფოებრიობას, ხოლო 2012 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ მიზანმიმართულად  მოქმედებენ ახალი ხელისუფლების წინააღმდეგ: ბიძინა ივანიშვილის და ირაკლი ღარიბაშვილის, მათი ოჯახების წინააღმდეგ, საქართველოს მთავრობის და საპარლამენტო უმრავლესობის წინააღმდეგ, კოალიცია „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ, მაშასადამე - ქართველი ხალხის წინააღმდეგ, რომელმაც ეს ხელისუფლება აბსოლუტური უმრავლესობით აირჩია.
საქინფორმის ზემოხსენებული ჟურნალისტური გამოძიების მასალები მთავარი რედაქტორის განცხადებასთან ერთად ჩაბარებული იქნა საქართველოს მთავარ პროკურატურაში – საქართველოს მთავარი პროკურორის არჩილ კბილაშვილის სახელზე 2012 წლის 1 ნოემბერს (№01/13 – 65928) და 2012 წლის 3 დეკემბერს (№ 01/13 – 78050), საქართველოს იუსტიციის სამინისტროში – იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის სახელზე, რის საფუძველზეც რამდენიმე პირის წინააღმდეგ, რომლებიც მასალებში ფიგურირებდნენ, სსსკ 151-ე მუხლის  “ვ” პუნქტით აღიძრა სისხლის სამართლის საქმე №002190412008.
თუმცა მას შემდეგ უკვე წელიწადზე მეტი გავიდა და ჩვენ არ ვიცით - დასრულდა თუ არა ამ საქმის გამოძიება, თუ ის ისევ დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის რომელიმე დეტექტივის თანაშემწის თაროზე იმტვერება, რომელსაც აპრიორი არა აქვს მასში მოყვანილი სახელმწიფო მნიშვნელობის ფაქტების გამოძიების შესაძლებლობა.
მეორე საქმე, რომელიც შსს-ს წარმოებაში იმყოფება - ეს არის კიბერდანაშაულები საქინფორმის წინააღმდეგ, რომლებიც აგერ უკვე 2 წელია არ წყდება. 2013 წლის 27 თებერვალს, ღია წერილში და განცხადებაში (№158 35 74) საქართველოს მაშინდელი შს მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის სახელზე, ჩვენ შევატყობინეთ, რომ ჰაკერებმა საქინფორმის საიტი გატეხეს და მისი საშუალებით ორჯერ განახორციელეს შეტევა
Bank of America-ს სერვერზე. საქინფორმის პროვაიდერმა - serv.ge-მ წარმოადგინა ამისი დამადასტურებელი შეტყობინებები Bank of America-სგან და FBI-სგან.
ამის შემდეგ საქინფორმის საიტზე ასეულობით თავდასხმა განხორციელდა (მხოლოდ 2014 წლის იანვარში - 100-ზე მეტი), მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ყველა IP დავაფიქსირეთ და გადავეცით შსს-ში შექმნილი კიბერდანაშაულთან ბრძოლის სპეციალური სტრუქტურის გამომძიებლებს, არცერთი ჰაკერი, რომელიც საქინფორმის საიტის გატეხას ცდილობდა, პასუხისგებაში მიცემული არ იქნა და ჩვენ გამოძიების მსვლელობაზე არანაირი ინფორმაცია არ გაგვაჩნია.

ბატონო მინისტრო!
ჩვენ დავადგინეთ, რომ როგორც პირველ, ისე მეორე შემთხვევაში დამნაშავეთა აქტიურობა პირდაპირ უკავშირდება საქინფორმის კონტენტს - ჩვენს საიტზე გამოქვეყნებული სტატიების შინაარსს, რომლებიც წინა ხელისუფლებას აკრიტიკებს. ამიტომ საფუძვლიანი ეჭვი გვაქვს, რომ ამით დაკავებული არიან მერაბიშვილის ინტერნეტდივერსანტები, მათ შორის - საქართველოს შსს-ს ამჟამად გაუქმებული განყოფილების ყოფილი თანამშრომლებიც, რომლებიც საქინფორმმა ზემოხსენებული ჟურნალისტური გამოძიების ჩატარების შედეგად ამხილა.
აქედან გამომდინარე, გთხოვთ თქვენ, ბატონო ალექსანდრე:
1. საქინფორმის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულთა გამოძიება პირად კონტროლზე აიყვანოთ;
2. გააერთიანოთ შსს-ს წარმოებაში მყოფი ორი ზემოხსენებული საქმე და სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს გადასცეთ სრულფასოვანი გამოძიებისთვის.
გარწმუნებთ, რომ ჩვენი მხრიდან გამოძიებისთვის ხელის შეწყობით ძიების პროცესში საქართველოს მოქმედი ხელისუფლებისა და ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილი ბევრი აღმაშფოთებელი დანაშაული და საბოტაჟის ფაქტები გამომჟღავნდება.
ღრმა პატივისცემით,
საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი
2014 წლის 20 იანვარი
საქართველო, თბილისი

IP მისამართები, საიდანაც საქინფორმის საიტის გატეხას ცდილობდნენ

2014 წელი 

181.46.251.164
82.154.208.8
37.15.175.50
88.242.54.66
188.135.198.198
88.25.38.48
151.237.144.178
88.245.166.65
92.45.198.6
217.8.163.131
87.219.135.82
91.207.88.207
88.252.222.17
88.231.131.3
2.132.159.159
201.92.162.228
217.8.163.131
187.212.159.38
217.8.163.132
187.64.253.4
201.92.48.241
31.152.126.233
89.74.53.103
87.1.69.76
78.165.88.173
2.5.225.79
178.159.216.107
179.159.64.135
88.245.40.151
76.91.4.148
2.82.158.18
189.226.103.122
82.75.112.208
78.167.191.36
94.133.136.72
88.252.250.252
190.137.7.136
213.111.58.18
188.81.49.19
177.148.143.122
88.116.181.86
190.174.213.134
85.105.254.208
86.73.136.82
93.63.35.1
201.71.176.104
188.217.120.178
194.3.103.173
188.190.200.55
76.91.4.148
173.171.107.122
87.238.176.196
189.192.45.164
90.46.116.103
2.38.189.118
88.116.181.86
177.2.58.247
190.11.35.25
201.92.155.64
41.36.111.76
79.106.109.151
178.18.89.170
188.143.232.45
188.143.233.7
207.198.125.142
207.198.125.142
91.214.72.40
174.142.46.58
193.242.108.25
216.224.169.48
144.76.200.238
85.44.230.141
93.191.240.200

20013 წელი

217.160.133.34
85.128.142.37
217.160.133.34
94.240.222.176
176.124.5.179
81.163.154.238
81.163.152.32
81.163.138.192
92.243.182.197
37.9.53.109
82.103.132.164
178.127.208.156
46.23.68.180
37.214.225.138
31.13.97.116
213.157.195.74
91.121.108.208
213.157.210.34
94.213.155.226
176.223.123.143
95.104.117.126
66.249.75.183
37.204.242.165
5.10.83.15
46.105.105.217
93.115.84.195
91.121.149.203
185.12.95.105
88.229.229.87
31.133.48.29
31.133.51.102
87.109.85.217
195.16.58.30
31.133.62.118
31.133.61.22
66.249.75.183
66.249.75.183
66.249.75.120
91.121.108.208
81.95.172.250
66.249.76.120
178.134.43.148
178.154.165.250
174.142.104.42
94.240.222.143
95.104.117.126
188.143.233.173
82.118.22.4
3.179.69.149 
188.143.234.6 
188.143.234.14 
88.208.16.209
193.107.42.46 
188.143.233.173 
46.105.108.68 
217.69.130.74 
128.70.37.130 
88.208.16.209
91.212.213.27 (საქინფორმის გატეხილი საიტიდან Bank of America-ს სერვერზე თავდასხმა)